ზაზა აბაშიძეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავენ
საზოგადოება - 17:17, 17 May, 2015     2336

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძის დანიშვნას მეცნიერულ წრეებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან.

განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა აღნიშნულია, რომ აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერების თავდადებული მცვლი გახდება, რადგან პიროვნული მრწამსით ის ამ მისიას დღემდე ასრულებს.

"ქართველი ხალხისთვის მართლაც, რომ საამაყოა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ყველასთვის საყვარელი და ღირსეული პიროვნება ზაზა აბაშიძე გახდა. მისი ბიოგრაფიიდან, მოღვაწეობიდან თუ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერების თავდადებული მცვლი გახდება, რადგან პიროვნული მრწამსით, ის დღემდე ასრულებს ამ მისიას. ზაზა აბაშიძის აღნიშნულ თანამდებობაზე შერჩევა საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ ის არა მხოლოდ გამოჩენილი ისტორიკოსი, არამედ არქივმცოდნეობის ინსტიტუტის ისტორია-არქივმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. გახლავთ ათობით ნაშრომის ავტორი და მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩევლი თუ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ა.შ. რელიგიის მცოდნეობის სპეციალობით, მას სტაჟირება ოქსფორდის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით კი, სტაჟირება რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში აქვს გავლილი. სწორედ მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილ წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძურის დაცვაში.

ვულოცავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ღირსეული თანამშრომლისა და ხელმძღვანელის შეძენას. ეჭვგარეშეა, მასთან ერთად, ისინი კიდევ უფრო ღირსეულად გააგრძელებენ იმ მამულიშვილური საქმის კეთებას, რასაც აქამდეც თავდაუზოგავად აკეთებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს მარიკა ლორთქიფანიძე, გურამ დოჩანაშვილი, გია მირზაშვილი, ნინო ფერაძე, გიორგი ოთხმეზური, გიგიშა პაჭკორია, დავით აბესაძე, ვახტანგ ჭელიძე, ია გიგოშვილი, ოთარ ვეფხვაძე და მალხაზ თავართქილაძე აწერენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42