ჩოხატაურში ხილის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:32, 17 May, 2015     1428

1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ჩოხატაურში, - მშენებარე ქარხანაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა.

პროექტს, 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით, შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს.

პრემიერმა ჩოხატაურელებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საწარმოს მფლობელი, ზურა ჩხაიძე, ყველა რეგიონში უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

„ხილის გადამამუშავებელი საწარმო ჩოხატაურში პირველია. მოსახლეობას წლების განმავლობაში არ შეეძლო ხილის რეალიზაცია და მოსავალი ლპებოდა. ეს საწარმო კი ხილს მოსახლეობისგან ჩაიბარებს და ჯემებს, მურაბებს აწარმოებს. პროდუქცია მოემსახურება, როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე გავა ექსპორტზე. სწორედ ეს არის მთავარი, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმო ექსპლუატაციაში ივნისის ბოლოს შევა და სხვადასხვა ხილის ჯემებს, მურაბებსა და ტყემალს აწარმოებს. პირველ წელს 308 ტონა მზა პროდუქციის, ხოლო მეორე წელს - 462 ტონის წარმოება იგეგმება.

ქარხანა თურქული წარმოების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება და ძირითადად ექსპორტზე იმუშავებს. საწარმოში 23 ადამიანი დასაქმდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42