შსს-ს წარმომადგენლებმა ახალციხის საჯარო სკოლებში გაკვეთილები ჩაატარეს
საზოგადოება - 10:46, 17 May, 2015     669
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტში „სამართლებრივი განათლების პროგრამა“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ნონა გიქოშვილმა და თამთა გელაშვილმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან - შორენა ხმალაძესა და ზაზა ნათენაძესთან ერთად, ახალციხის N1 და N5 საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ჩაუტარეს.
სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ახალციხის სკოლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივ პროექტ -„სამართლებრივი განათლების პროგრამის“ ფარგლებში ტარდება. შსს-ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ატარებენ, აღნიშული პროგრამისთვის სპეციალურად არიან გადამზადებული.სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ინტერაქტიულია და თამაშებს მოიცავს. პროგრამა მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება მე-9 კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა - ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება.

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ტარდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ახალციხის საჯარო სკოლებში. 2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა ადგილობრივი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ საქართველოს 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სწავლება თბილისის მე-17, ახალქალაქის მე-5, ფოთის მე-5 და თელავის მე-5 საჯარო სკოლებში ჩატარდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42