„გენდერული თანასწორობის ხეივანი“ იოანე პეტრიწის ქუჩაზე „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა“ და „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ინიციატივით, თბილისის მერიასთან პარტნიორობით გაიხსნა.
„გენდერული თანასწორობის ხეივანი“ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა და გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.
„მოხარულები ვართ, რომ ქალაქის გამწვანების პროცესში ჩართულია საზოგადოების თითქმის ყველა სოციალური ფენა. დღევანდელი აქცია ეძღვნება გენდერულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სამოქალაქო აქტიურობის მხარდაჭერას და მოხარული ვარ, რომ თბილისში გაჩნდა გენდერული ხეივანი“, - განაცხადა იერაკლი ლექვინაძემ

დღესვე ხეივანში წარმოდგენილი იყო სტუდენტების და ჟურნალისტების ფოტოგამოფენა სახელწოდებით, „მოქალაქე IN ACTION”. გენდერულ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ორი ფოტონამუშევრის ავტორი ჟიურიმ შეარჩია, ერთი გამარჯვებული კი ღონისძიებაზე მოსვეული სტუმრების მიერ გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები






