,,ინგა გრიგოლიას ქარტიის პრინციპი არ დაურღვევია“ - საპარლამენტო უმრავლესობამ დავა წააგო
საზოგადოება - 19:00, 16 May, 2015     2370
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ, გადაწყვეტილება საქმეზე “საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ” - გრიგოლიას სასარგებლოდ გამოიტანა.

,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ. განცხადება ეხებოდა 2015 წლის 20 მარტის გადაცემა „რეაქციას”. განმცხადებლის პოზიციით, ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

საქმე განიხილა საბჭოს ექვსმა წევრმა. დამსწრე წევრებიდან მხოლოდ სამმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. ქარტიის საქმისწარმოების წესის თანახმად ქარტიის პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება საბჭოს 5 წევრის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისად არ დადგინდა ინგა გრიგოლოას მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა“ - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა რეაქციის ეთერში, სადაც მთავარი თემა იყო, მიდიხარ თუ არა 21 მარტს ნაციონალური მოძაობის აქციაზე - ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ინგა გრიგოლიას კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო თოქ-შოუს ფორმატში, ,,წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განგვიცხადეს, რომ არ მოვლენ“ - ეს განცხადება თავად ინგა გრიგოლიამ გადაცემის ანონსში გააკეთა.

,,ჩვენ ხელისუფლების მოთხოვნას არ ვემორჩილებით! ვნახოთ გადაიფიქრებს თუ არა ხელისუფლება იგივე ქმედებას, რაც 2006 წელს ამ სტუდიაში სწორედ რეაქციის ბოიკოტირებით დაიწყო“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42