ღამბაშიძის თქმით ძეგლი აფეთქებული და დანგრეულია, შესაბამისად იქ მონიტორებმა ვერაფერი დააფიქსირეს.
"ძეგლი ამ შემთხვევაში აფეთქებულია და მონიტორებმა იქ ვერაფერი ვერ დააფიქსირეს. ტერიტორიაზე იყო იარაღები, რომელიც მოვაგროვეთ და სასამართლოს გადავეცით, მაგრამ ძეგლი აღარ არსებობს. სავარაუდოდ ქვედა ფენებშიც არაფერი იქნება", - განაცხადა ღამბაშიძემ.
ცნობისთვის ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ექსპერტები, არქეოლოგები და საყდრისის საბადოსთან დაკავშირებული სასამართლო დავის განმხილველი მოსამართლეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, შეჩერდეს თუ არა ყაჩაღიანის ბორცვზე სამუშაოები. მათ ტერიტორია "RMG ჯგუფის" წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ასევე ადგილე იმყოფებიან მეორე საქმის მოსამართლე და მხარეები, სადაც მოსარჩელედ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები






