კაზრეთელებსა და კომიტეტის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივებმა კომიტეტის წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს.
ადგილობრივების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ "საყდრისის დაცვის კომიტეტის" წევრები კაზრეთში, ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. მოსახლეობის თქმით კომიტეტის წევრების მიზანი საწარმოს მუშაობის შეჩერებაა, რაც ადგილობრივების თქმით, მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. როგორც კაზრეთელები აცხადებენ, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, აღნიშნული საწარმოა და მისი მუშაობა არ უნდა გაჩერდეს.
ამასთან "საყდრისის დაცვის კომიტეტის" წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი საწარმოს მუშაობის შეჩერებას არ მოითხოვენ და მათი მიზანია, მოსამართლემ, კულტურულ ძეგლთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
ამ დროისთვის ყაჩაღიანის უბანზე, საყდრისის ბორცვზე მოსამართლე და რამდენიმე ექსპერტი იმყოფებიან, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიას დაათვალიერებენ და შეისწავლიან. პროცესს ასევე "RMG ჯგუფის" მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






