ამ წუთებში დაბა ლაითურში არსებული კომპანია „ვარნიკის" პიკეტირება მიმდინარეობს.
ადგილზე, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები, ზვანის ყოფილი კოლმეურნეობის 30-მდე გლეხია შეკრებილი. ისინი კომპანიას საკუთარი მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ და მის დაბრუნებას ითხოვენ.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, არანაირი მიწები მათ მითვისებული არა აქვთ, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ გლეხებმა მათ ვერ წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული მიწების მათ საკუთრებაში არსებობას ადასტურებს: 'უპრობლემოდ მოხდება მათი ამ ნაკვეთებზე შესვლა, მას შემდეგ რაც ისინი წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას. თუმცა, ჩვენი მხრიდან არანაირი ფართობების მითვისებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, გავწმინდეთ ტერიტორია, რომ ინფექცია არ შემოსულიყო მოცვოს ფართობებში"-აღნიშნა გურიის მოამბესთან კომპანიის დირექტორის მოადგილე მერაბ ფარცვანიამ.
ადგილზე შეკრებილები კი აცხადებენ, რომ მათ საჯარო რეესტრში არ აძლევენ დოკუმენტაციას, რომელიც ამ მიწების მათ საკუთრებაში არსებობას მოწმობს და ამ ყველაფერში სააქციო საზოგადოება 'ზვანის" ხელმძღვანელს, ოთარ ნაცვალაძეს ადანაშაულებენ.
„ვარნიკი" მოცვის მწარმოებელი კომპანიაა და მას ლაითურში ათეულობით ჰექტარ ფართობზე მოცვის პლანტაცია აქვს გაშენებული.
მასალის გამოყენების პირობები






