როგორც ცნობილია, ორი ნასვამი მამაკაცი შეიარაღებული იყო. „ნიუპოსტთან“ საუბარში „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ დაადასტურა, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა.
„გუშინ, საღამოს #49 სამარშუტო ტაქსში ორი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ავიდა. მათ შელაპარაკება მოუვიდად ერთ-ეთი მგზავრთან, რომელიც სამარშუტო ტაქსში მყოფმა მგზავრებმა დაიცვეს. მოგვიანებით, ნასვამი მამაკაცები მარშუტკიდან ჩაიყვანეს. თუმცა ისინი დაეწივნენ მიკროავტობუსს და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ინციდენტი. თუმცა მძღოლმაც და მგზავრებმაც ოპერატიულად იმოქმედეს. ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც სიტუაცია განმუხტეს. მოხდა კანონით გათალისწინებული ნორმებით რეაგირება და აღნიშნული ორი პირი იქნა დაკავებული“, - განაცხადა პოტრჟებსკაიამ.
შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად ,,აფხაზეთის ხმამ" გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები