საპარტნიორო ფონდი გეგმავს, რომ მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები ივლისის ბოლოდან დაიწყოს, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანია გამოვლინდება.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, ამ მასშტაბის კომპანიის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება წამახალისებელი ფაქტორი უნდა გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის.
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდკვტ/სთ. იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.
K Water-ისშესახებ
სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია K Water ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 2 მლრდ აშშ დოლარს. კორეის გარდა კორპორაცია პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპის და აზიის მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები






