რა მიზნით მოდიოდა ,,კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია (სოხუმსკი) საქართველოში
კრიმინალი - 14:05, 15 May, 2015     16959
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ,,კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია სოფელ რუხში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გვასალია საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდან შემოვიდა.

,,ნიუპოსტის“ იფორმაციით, გვასალია მრავალი წელია საქართველოში არ იმყოფება, ის აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაო გავლენით სარგებლობს. გვასალია თბილისში მკურნალობის მიზნით ცდილობდა ჩამოსვლას. არსებული ინფორმაციით, თემურ სოხუმსკის ყალბი პასპორტითა ცდილობდა საქართველოში შემოსვლას. ის თემურ სონგულიას სახელით ფიქსირდებოდა აფხაზურ პასპორტში.

თემურ სოხუმსკი, გასულ წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, გვასალია კრიმინალურ სამყაროში შეუვალ ავტორიტეტად და ,,ქურუდული იდეის“ თავგამოდებულ მებრძოლად ითვლება. გვასალიას ,,ქურდული ნათლობა“ 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში მოხდა იმ ,,კანონიერი ქურდების“ ხელდასმით, როგორებიც არიან ვალიკო ჯეჯია (ვალტერი), გიორგი უგლავა (ტახი) და ირაკლი ყალიჩავა (იკა ხუტუ).

ცნობილია, რომ აფხაზეთი წლების მანძილზე ე.წ. კანონიერი ქურდების ,,მშვიდი ნავსაყუდელია“, მათთვის, ვინც თავს არიდებს სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში ყოფნას.

თემურ გვასალიას საქართველოში დაკავებისას, პირადი ჩხრეკის დროს ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ნარკოლოგიური შემოწმებით მას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. თემურ გვასალია კანონიერ ქურდობას აღიარებს.

გამოძიება კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42