დათოს პრეზიდენტობა უნდოდა, თორნიკეს- თავდაცვის მინისტრობა - ხანძარს შეწირული ბავშვების ტრაგედია
საზოგადოება - 11:25, 15 May, 2015     11496

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილ ხანძარს სამი უმანკო ბავშვის: თორნიკე ხვიჩიას, დათო ზაქრაძისა და რეზი დემეტრაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი რუსთავის ცეკვის ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრები იყვნენ. ქობულეთში თანატოლებთან ერთად კონცერტის გასამართავად ჩავიდნენ. ტრაგედიის დილას რუსთავში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

10 მაისს, გამთენიისას, 5 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც შემოვლაზე იყვნენ, შეამჩნიეს, რომ სასტუმროდან კვამლი ამოდიოდა. შენობაში შეცვივდნენ და ხალხის გაღვიძება დაიწყეს. ცეცხლი მალე მთელ შენობას მოედო. ალში გახვეული სასტუმროდან მაშველებმა და პოლიციელებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის 32 ბავშვი იყო.

მოზარდები რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში არიან დასვენებული. მათ ხვალ დაკრძალავენ.

ჟურნალ „გზას“ბავშვების მეგობრები, პედაგოგები და ახლობლები ესაუბრნენ.

ნანუკა, ბიჭების თანაკლასელი:

- დათო საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობდა, ყველა ღონისძიებაზე ამბობდა: მე ვარ დათო ზაქრაძე, მინდა პრეზიდენტი ვიყო! თორნიკეს კი თავდაცვის მინისტრობა უნდოდა. თანამდებობის პირები უნდა ყოფილიყვნენ ორივე, ძალიან კარგად სწავლობდნენ. წინა მერხზე უყვარდათ ჯდომა. ვიცოდით, ქობულეთში რომ მიდიოდნენ, იქ კონკურსი ჩატარდა და გაიმარჯვეს, მაგრამ ასე დამთავრდა სამწუხაროდ.

დათოს და თორნიკეს კლასის დამრიგებელი, ნინო გელაშვილი:

- ალბათ ვერც ვერასდროს ვისაუბრებ მათზე წარსულ დროში. ორივეს თვალები უციმციმებდა, უყვარდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძალიან ბავშვურები, გონიერი ბიჭები იყვნენ. თორნიკე ოჯახის ნანატრი შვილი იყო, მის მშობლებს 7 წელი შვილი არ ჰყავდათ და მერე გაჩნდა თორნიკე. პირველი შემთხვევა იყო ჩემს პრაქტიკაში, როცა ორივე მშობელი ერთნაირად იყო ჩართული სასწავლო პროცესში. მამამ შვილის ყველა ნაბიჯი იცოდა. შეიძლება ითქვას, ზედმეტად ყურადღებიანებიც კი იყვნენ. წინა დღეებში დათოს ვირუსი ჰქონდა. ვუთხარი, - სახლში დარჩი, გამოჯანმრთელდი-მეთქი. მიპასუხა, დასაწოლად არ მცალია, ქობულეთში უნდა წავიდეო. გაკვეთილებს ვერ ვატარებ. ამ ფაქტის შემდეგ ყველა ბავშვი დასერიოზულდა, ჩუმები და იდუმალები გახდნენ. ძალიან განიცდიან მომხდარს. დათოს და თორნიკეს მერხები ერთად შეატყუპეს, ყვავილები მოიტანეს, ორივე მერხზე ცალ-ცალკე ლარნაკის დადგმა მინდოდა. მითხრეს, - არა, მასწავლებელო, მათი ყვავილები ერთად, ერთ ლარნაკში უნდა იყოსო. მათი რვეულები დავდეთ მერხებზე და ვარდის ფურცლები მოაბნიეს ბავშვებმა. ბავშვების წინადადება ასეთია: სანამ სკოლას დავამთავრებთ, დათოს და თორნიკეს მერხები ასე ერთმანეთთან შეტყუპებული იყოს და იქ არავინ დავსვათ, ასე ისინი სულ ჩვენთან იქნებიანო. საოცრად განიცდიან ბავშვები, არ ვიცი, როგორ გამოვლენ ამ შოკიდან.


წყარო: ჟურნალი "გზა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42