„მათ აქვთ დიდი გამოცდილება. სამი დაწესებულება: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური და ონკოცენტრი ჩამოყალიბდება კერძო სახელმწიფო პარტნიორობის ერთ მძლავრ ჰოლდინგად. უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს. დაინტერესება მართლაც დიდია. ათზე მეტი მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული ამ პროექტში მონაწილეობით და ვფიქრობ, რომ ზაფხულის დასაწყისში უკვე პირველი შედეგები გვექნება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის პროექტში მონაწილეობას, მისი თქმით, საპარტნიორო ფონდი მენეჯმენტის კუთხით მონაწილეობს, რადგან ასეთი ტიპის ქონებრივი მართვის ვალდებულებების განხორციელების კუთხით მათ ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს.
„საპარტნიროო ფონდი ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობის პარტნიორობას გვიწევს ამ პროექტში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






