,,ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას... მოასვენონ ბავშვი იმქვეყნად“ - რას ჰყვება დაღუპული გოგონას ნათესავი
საზოგადოება - 20:22, 14 May, 2015     19078
ავსტრიაში გარდაცვლილი ქართველი გოგონას სოფო ლოლაშვილის ახლობლები სუიციდის შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავენ.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში გარდაცვლილი გოგონას მამიდაშვილმა ლანა დებლახაშვილმა განაცხადა, სოფო ჭკვიანი ადამიანი იყო, რომელსაც საკუთარი გეგმები ჰქონდა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი გერმანიაში ერთ-ერთი ოჯახში მუშაობდა, მოგვნიანებით ავსტრიაში წავიდა და ამავდროულად გერმანული ენის კურსებზე დადიოდა.

„სოფო ძალიან კეთილშობილი, ზრდილობიანი და ჭკვიანი ადამიანი იყო. ყველას ძალიან უყვარდა. ყველა ამბობდა, სოფოს ჩვენ შვილებს მშვიდად ვანდობთო. ავსტრიაში სექტემბერში წავიდა. მეგობრობდა კურსელებთან, თუმცა ბევრი მეგობარი იქ არ ჰყოლია. ხშირად ვეკონტაქტებოდი სოციალურ ქსელის და „სკაიპის“ მეშვეობით. თავის დასთან სურდა გერმანიაში გადასვლა“, - ამბობს ლანა დებლახაშვილი.

მისი თქმით, სოფოს გერმანიაში თაყვანისმცემელიც ჰყავდა, რომლის შესახებ გარდაცვლილის ოჯახმა იცოდა.

„მედიაში გავრცელა ფოტო, სადაც სოფო და მისი და არიან გადაღებული. მისი და გამუქებული იყო და ეწერა, რომ ვითომ ის სოფოს შეყვარებული იყო, რომელთანაც თურმე ბოლოს ნაყინი ჭამა. ეს სიცრუეა. შეყვარებული მას არ ყოლია. ჰყავდა თაყვანისმცემელი გერმანიაში. ეს ბიჭი უცხოელია და მის შესახებ ოჯახმა ყველაფერი იცოდა. ასევე მედიაში გაავრცელეს სოფოს ფოტო, რომელიც გადაღებული აქვს ბიძაშვილთან - ნიკოლოზ დალალიშვილთან. აქაც დაწერეს, სავარაუდოდ შეყვარეულიაო, ესეც დეზინფორმაცია. ნუ ავრცელებენ ამ ინფორმაციებს. მოასვენენონ ეს ბავშვი იმ ქვეყნად. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისინი დაფარავენ სოფოს გადმოსვენების თანხებს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ჩვენი ამბავი გულთან მიიტანა და თანადგომა გამოგვიცხადა“, - აცხადებს გარდაცვლილის მამიდაშვილი.

ავსტრიის ქალაქ გრაინთან ახლოს მდინარე დუნაიში სოფო ლოლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მდინარეში დაიხრჩო.

ავსტრიული გამოცემა წერს, რომ სოფიკო ლოლაშვილმა ვენაში ოჯახი, სადაც ის ოპერად მუშაობდა, 29 აპრილს დღის მეორე ნახევარში დატოვა. გოგონა მატარებლით გაემგზავრა, სადაც ის გერმანული ენის კურსებს უნდა დასწრებოდა. თუმცა გოგონა ადგილზე არ მისულა. მისი ბოლო ადგილსამყოფელი გრაინში, 18:00 საათზე ფიქსირდება.

ავსტრიის პოლიციის უახლესი ინფორმაციით, დნმ-ის ანალიზის მიხედვით, დადგინდა, რომ გარდაცვლილი გოგონა სოფიკო ლოლაშვილია. ავსტრიული გამოცემის მიხედვით, პოლიცია აცხადებს, რომ არ არსებობენ საქმეში მოწმეები და არც გოგონაზე ძალადობის რაიმე მტკიცებულება. მომხდართან დაკავშირებით ავსტრიის პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42