აუფასურებს თუ არა ლარს განცხადებები და რამდენად მნიშვნელოვანია EBRD საქართველოსთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:41, 14 May, 2015     1669
იმოქმედებს თუ არა ლარის კურსზე დადებითად ქვეყანაში იმპორტის შემცირება, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორი ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე და არის თუ არა გადაჭარბებული მოლოდინები, რომელიც მთავრობას და მოსახლეობას EBRD-ის ბიზნეს ფორუმის მიმართ გააჩნიათ. ამ და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე „ნიუპოსტი“ ეკონომიკის ექსპერტს რომან გოცირიძეს ესაუბრა.

რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში იმპორტის შემცირება ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით დადებითი ეფექტის იქნება და გაუფასურებაზე ზეწოლას შეამცირებს. გოცირიძის მოსაზრებით იმპორტის შემცირებას მაშინ ექნებოდა ეფექტი, იმპორტთან ერთად ექსპორტიც რომ არ შემცირებულიყო, ამ მომენტისთვის კი დადებითი ეფექტი უარყოფითმა ეფექტმა გაანეიტრალა:

„იმპორტის შემცირება ეს იმას ნიშნავს რომ მაკროეკონომიკურ გარემოზე ლარის ახალმა კურსმა დაიწყო ზემოქმედება. იმპორტის შემცირებას მაშინ ექნებოდა ეფექტი, თუ ქვეყანაში ექსპორტი არ შემცირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ექსპორტიც შემცირდა. მთლიანობაში სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო გაიზარდა, ამიტომ ეს დადებითი ეფექტი უარყოფითმა ეფექტმა გაანეიტრალა.“- განაცხადა გოცირიძემ.

ექსპერტის აზრით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეკონომიკურ პროცესებზე ფსიქოლოგიური ფაქტორიც ახდენს გავლენას მართალია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მთავრობა ამ მოსაზრებას თავის მართლების და პრობლემების სხვებზე გადაბრალების მიზნით იყენებს:

„ფსიქოლოგიური ფაქტორი ყოველთვის ახდენს გავლენას ეკონომიკურ პროცესებზე, მაგრამ მთავრობის წევრები ზოგჯერ საუბრობენ სულ სხვაგვარ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, მაგალითად ნოდარ ჯავახიშვილის ამბობდა, რომ საკმარისია რომელიმე ჭკვიანმა ადამიანმა ლარის გამყარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს და ლარი გამყარდებაო. თუ ასეთი მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორები, მათაც აამუშაონ ეს ფაქტორები ლარის გასამყარებლად. ლარი განცხადებებით არც მყარდება და არც სუსტდება, მოკლე პერიოდში შეიძლება მცირეოდენი ზემოქმედება ქონდეს მას. თავისთავად აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას და პროცესი მშვიდ რეჟიმში უნდა მოქმედებდეს, მაგრამ როდესაც ფინანსთა მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს ეს არის თავის მართლება და პრობლემების სხვებზე გადაბრალება. ჩვენ ვნახეთ რომ ლარს სამი მტერი მოუძებნეს, პირველი ეს არის სპეკულანტები ანუ კომერციული ბანკები, რომელიც მათი აზრით ამ პროცესში ფულს შოულობენ, მაგრამ რეალურად პირიქითაა ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ . მეორე იყო ეროვნული ბანკი, რომელიც მავნე მიზნებიდან გამომდინარე შეგნებულად ასუსტებს ლარს და მესამე- ესენი არიან ექსპერტები. ეს განცხადებები უკვე გავიარეთ, ახლა მთავარია რომ ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტს მიხედოს. ბიუჯეტი თავიდან დასაგეგმია და ის უნდა იყოს ნაკლებ დეფიციტური და ნაკლებმფლანგველური. ბიუჯეტის ხარჯები, რომ არ ყოფილიყო ამხელა მოცულობის ლარის მდგომარეობა იქნებოდა სხვანაირი.“- აცხადებს ექსპერტი.

რომან გოცირიძე ნოდარ ხადურის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უახლოეს მომავალში კურსი არათუ დასტაბილურდეს, არამედ უკან დაიწიოს, ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს ფინანსთა მინისტრი რაღაცის გაკეთებას აპირებს: „ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გარდა განცხადებებისა ჯერ ჩვენ არ გვინახავს. თუ ის გულისხმობდა ბიუჯეტის კორექტირებას, ეს იქნება სწორი ნაბიჯი.“

რომან გოციურიძემ EBRD-ის ბიზნესფორუმთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება იმ მოლოდინების გაჩენა თითქოს ლარის კურსი ამ ბიზნესფორუმთან არის მიბმული:

„EBRD ბიზნესფორუმი არის ადგილი სადაც ადამიანები იკრიბებიან, 3 ათასი კაცი იმიტომ კი არ ჩამოვიდა რომ საქართველოს ნახვა უნდოდათ, ეს არის ფორუმი სადაც ბიზნესი და სამთავრობო წრეები აზრს უზიარებენ და ერთმანეთს ხვდებიან. საქართველო ამ შემთხვევაში არის შეხვედრის ადგილი და მხოლოდ იმ ფაქტს, რომ შეხვედრის ადგილი საქართველოშია დანიშნული არაფერი არ მოაქვს და სასაცილოა, რომ EBRD პროექტი ლარს მიაბა. ზოგადად თუ ქვეყანა დახვდებოდა კარგი ბიზნეს პროექტებით აჩვენებდა კარგ ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურ ეკონომიკურ ვითარებას, აჩვენებდა ბუნებას და განათებულ ქალაქებს, კარგ ღვინოს და კარგ სურსათს ეს დადებითი შანსია საკუთარი ქვეყნის დადებითი იმიჯის წარმოსაჩენად, მაგრამ თუ ლარის დევალვაცია პირზე აკერია ყველას და ყველა უცხოელი სადაც ბანკში შევა ლარის გაუფასურებაზე დაუწყებენ საუბარს კარგი არ იქნება.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42