"მასწავლებელმა თავში ჯოხი დაარტყა... ამცირებდა, ჩაუცმელი ხარო" - რა ხდება გურიის სკოლებში
საზოგადოება - 14:43, 14 May, 2015     9319
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები შავაძეები ამავე სკოლის დირექტორს და პედაგოგებს შვილების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ოთხივე შვილის სკოლაში მიყვანაზე უარს აცხადებს მანამდე, ვიდრე სკოლის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს.

როგორც ბავშვების მამა ამირან შავაძე აცხადებს, სკოლის დირექტორის დავალებით უცხო ენის პედაგოგმა 12 მღოლის თანდასწრებით მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადეს:

,,23 მარტიდან ჩემი შვილები სკოლაში აღარ დადიან, სკოლაში დირექტორის დავალებით ბავშვების დაჩაგვრა ხდება, ჩამოიყვანა სკოლის დირექტორმა ინგლისურის მასწავლებელი და ჩემი შვილი დაამცირა 12 მძღოლთან - ჩაუცმელია, მოუწესრიგებელია და ნიშანი არ ეკუთვნისო, თუ ასეა, მაშინ სიგელი საიდან აქვს. სანამ სკოლის დირექტორს არ გაუშვებენ, ვაცხადებ, რომ ბავშვებს სკოლაში არ მივიყვან. იმის გამო, რომ პროგრამას არ ჩამორჩენ, სახლში ვამეცადინებ, სკოლის პროგრამაც ვუსწრებთ წინ. ამას საკუთარი ძალებით ვახერხებ. ეს ყველფერი იძულებით ხდება. ცოტა ხნის წინ შეტყობინება მომივიდა რომ სკოლის გაცდენის გამო საშემოდგომო გამოჰყვათ. წერილობით მივმართე თამარ სანიკიძესაც და ვითხოვ მასთან შეხვედრას, მივწერე, რომ სკოლაში დარღვევებია, ჩემ შვილებს ჩაგრავენ, _გვიყვება მამა, ამირან შავაძე.

შავაძის თქმით, დირექტორი შვილების დისკრიმინაციით მასზე სამაგიეროს გადახდას ცდილობს, როგორც მამა აცხადებს, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და იმის გამო, რომ მისივე საჩივრის საფუძველზე სკოლაში არსებული დარღვევების შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, დირექტორი მის შვილების შევიწროვებას ცდილობს:

,,ადრე ნასაკირალის საჯარო სკოლაში ვიყავი სამეურვეო საბჭოს წევრი, დარღვევების შესახებ ყველაფერი ვუთხარი ოზურგეთის რესურს ცენტრს, გენისპექცია ამოვიდა და დაიწო გამოძიება და ჩემი ეჭვებიც დადასტურდა. ამის შემდეგ დირექტორი გადამეკიდა და გადაეკიდა ჩემ შვილებსაც, დარღვევაა მძღოლების შემთხვევაშიც, თავდაპირველად 8 მძღოლი ჰყავდა სკოლას, სოფლის მხარდაჭერა რომ მოეპოვებინა, 6 მძღოლი თვითნებურად დაამატა. 4 წარჩინებული მოსწავლე სკოლაში ვერ წამიყვანია, ჩემ პირველ კლასელ მოსწავლეს მასწავლებელმა ჯოხი დაარტყა თავში, დასამცირებლად და დასასჯელად გავაგზავნო ბავშვები სკოლაში? არავინ ყურადღება არ მომაქცია, იმიტომ, რომ ჩვენი სკოლის დირექტორი პოლიციელიც არის და გამგებელიც ყოფილა, ვერსად სამართალი ვერ ვნახე, ჯაჭვია შეკრული და ყურადღებას არავინ მაქცევს,"- აცხადებს ამირან შავაძე.

,,ერთ დღეს მამამ იკითხა, სად აირის ბავშვიო, ავედი და ვნახე ოთახში თმას იწეწავდა, მასწავლებელმა შეურაცხყოფა რატომ უნდა მომაყენოსო, ამის შემდეგ სკოლაში წასვლაზეც უარი თქვა. გაუნათლებელი ხარ, ტანზე არ გაცვიაო და ნიშანს ხათრით მაწერინებს მშობელიო, სინამდვილეში საერთოდ არ გეკუთვნის კარგი ნიშანიო. 12 მძღოლთან ერთად მოხდა შეურაცხყოფის მიყენება," _ ყვება დედა მაია დიასამიძე.

შავაძეების თქმით, სკოლაში პრობლემები ბიძაშვილსაც შეექმნა, რომელსაც როგორც თვითონ აცხადებენ სკოლის დირექტორმა სალაროს ქურდობა დააბრალა:

,,იმის გამო, რომ ჩემი შვილი ამ ბავშვების ბიძაშვილია, სკოლის დირექტორი მასაც გადაეკიდა და სეიფის გატეხვა დააბრალა. ეს როგორ შეიძლება, თუ ამ საქმეს ყურადღებას არ მიაქცევენ, დირექტორსაც და სკოლის დამრიგებელსაც ჩემი ხელით მოვკლავ და წავალ ციხეში, თუ არა და გამოიკვლიონ ეს საქმე," _ გვიყვება ბავშვის მარინა აბულაძე.

,,დირექტორმა სკოლის სალაროს გატეხვაც კი დააბრალა, სხვა მიზეზი რომ ვერაფერი გვიპოვა. ისეთ დღეში ვართ, ნუ იკითხავთ, მე გუშინ გავიგე ეს ამბავი, ბიჭმა უთხრა პოლიცია გამოიძახეო და არ გამოიძახა, ამხანაგებიც კი დაადასტურებენ, რომ მსგავსი რამის გამკეთებელი ნამდვილად არ არის. 12 კლასელ ბიჭს სიცოცხლე გაუმწარა, აღარც გაკვეთილი უნდა და არც სკოლაში მისვლა. ამას მთავრობა არ აქცევს ყურადღებას და იქნებ რამით დაგვეხმაროთ, ყველაფერზე წამსვლელია ის სკოლის დირექტორი," _ აცხადებს ბებია ეთერ შავაძე.

დაბა ნარუჯის სკოლის დირექტორი სპარტაკ გოგიტიძე შავაძეების ბრალდებას დისკრიმინაციაზე უსაფუძლოს უწოდებს და აცხადებს, რომ შავაძეებს გარკვეული ძალები მართავენ და ამ ძალებში სკოლის ყოფილ მოადგილეს გულისხმობს.

რაც შეეხება შავაძეების სასწავლო პროცესიდან ამოვარდნას, აცხადებს, რომ უამრავი მცდელობის მიუხედავად ბავშვები სკოლაში დაებრუნებინა, უშედეგო აღმოჩნდა:

,,23 მარტიდან მშობელმა, ამირან შავაძემ თავისი 4 შვილი უმიზეზოდ სკოლიდან გაიყვანა, მითხრა, რომ გარკვეული პრეტენზიები აქვს ჩემი და პედაგოგების მიმართ, 16 იანვარს ახალი სასწავლო პროცესი დაწყებული იყო, როცა შეიტანა საჩივარი გარკვეულ პრობლემებზე, რაც შეისწავლა გენერალურმა ინსპექციამ და მიიღო კიდეც სკოლამ შენიშვნები, მაგრამ ჩემ მიმართ რატომ არის ასეთი განწყობით უცნობია. აბსურდული ბრალდებაა, თითქოს სალაროს გატეხვას ვაბრალებდე, არც არანაირი ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა მის მიმართ. ბავშვებს დადებითად დავახასიათებდი, რამდენჯერმე მივმართეთ მშობელს და გვქონდა მცდელობა ბავშვები უკან დაგვებრუნებინა, მაგრამ უშედეგოდ. მე მგონია, რომ ამ ადამიანის უკან გარკვეული ძალები დგას, როლებიც ჩემს მიმართ ასე განაწყობენ, ჩემი დირექტორად არჩევის დროს, მე შევცვალე ყოფილი დირექტორის მოადგილე და სწორედ მას ვუკავშირებ ამ ფაქტს, სწორედ მის ქმედებას ვუკავშირებ ამ ყველაფერს," _ აცხადებს დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ გოგიტიძე.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42