რატომ შეჩერდა ,,სოკარის“ 700 მილიონიანი პროექტი - კომპანის განმარტება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:11, 14 May, 2015     2336
საქართველოში „სოკარის“ მიერ კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება ენერგეტიკულ ბაზარზე კონიუნქტურის ცვლილებას, გრძელვადიან გაზის მიწოდების უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს უკავშირდება.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Day.Az იტყობინება, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაგიფ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სოკარი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ „ამ გადაწყვეტილების მიღებისას არანაირ სუბიექტურ თუ სხვა ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენია“. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მასმედიასა და სოციალურ ქსელებში გაუმართლებელი, სინამდვილესთან შეუსაბამო სპეკულაციური ინფორმაციები ვრცელდება.

როგორც „სოკარის“ ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, ამ პროექტზე მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა „აღნიშნული საკითხების წამოჭრის შემდეგ პროექტი გადაიხედა და მისი შეჩერება გადაწყდა“.

ქარხნის მშენებლობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ყულევში იგეგმებოდა. „სოკარმა“ ყულევში კარბამიდის ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2012 წლის 18 სექტემბერს ჩაუყარა და ქარხანა ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლომდე უნდა შესულიყო. ქარხანას ყოველდღიურად 1 200 ტონა ამიაკი და 2 000 ტონა კარბამიდი უნდა გამოეშვა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებად 100 მილიონი აშშ დოლარი დასახელდა.

კარბამიდის ქარხნის მშენებლობის დროებით გაყინვაზე ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ SOCAR-ის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.

"ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენ ვერ გამოგვივიდა გარკვეული სახის მოლაპარაკებების დასრულება საქართველოს ხელისუფლებასთან“, - განაცხადა აბდულაევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42