„ამ დღეების განმალობაში 4 ათასამდე სტუმარი ჩამოვიდა საქართველოში, ეს არის უმაღლესი ბიზნეს კლასი, როგორც ევროპის ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ქვეყანაში შესაძლოა მოზიდული იქნას კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინვესტიციები და ასევე შესაძლოა გაკეთდეს დამატებითი პროექტები.
„საპარტნიორო ფონდისთვის“ გუშინ უმნიშვნელოვანესი მესიჯი გაჟღერდა. ევროპის ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს ნენსკრას პროექტში, ეს არის დიდი ხნის მუშობის შედეგი, რომელსაც საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია ერთად ვახორციელებთ და ევროპის ბანკმა პირველად განაცხადა მონაწილეობის შესახებ. ევროპის ბანკი ამ პროექტში 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტს ჩადებს. ამ პროექტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ აზიის განვითარების ბანკი და კორეული ბანკი. საპარტნიორო ფონდისთვის და ქართული ენერგეტიკისათვის გუშინ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გაჟღერდა. ვფიქრობა ასეთი მაგალითები ბევრი იქნება,“-საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






