შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში იარაღის უკანონო ტარება-შენახვისთვის ნასამართლევი, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შოთა მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ბრალდებით რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სპორტული ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული 85 000 აშშ დოლარი იყო. ასევე ამოღებულია ბრალდებულის მიერ რეალიზებული 681,29 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 441,636 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები