თბილისის მერი EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საზოგადოება - 10:22, 13 May, 2015     1035
თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები, საქალაქო და საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორს ჯეიმს ჰისლოპს შეხვდა.

შეხვედრაზე ტრანსპორტის სფეროს, გარე განათების სისტემასა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა განაცხადა, საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტებს, კერძოდ, გარე განათების სისტემასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვას, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შესაბამის სამსახურებს მყარი ნარჩენების მართვის ინტერესთა გამოხატვის პროექტის განხორციელების პროცესშიც დაუჭერს მხარს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში გვეხმარება. იმედია, ამ პროექტის განხორციელებაში სამომავლოდ მათი ფინანსური მხარდაჭერაც გვექნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

EBRD-ის მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი მომავალი თანაშრომლობის საკითხებს შეეხო. „თბილისის მერთან შეხვედრაზე აქტუალურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ესენია ტრანპორტი, გარე განათება და მყარი ნარჩენების მართვა. ეს ის სფეროებია, რომელიც EBRD-ს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და ასევე, მათზე მუშაობის დიდი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. ჩვენ ამ საკითხებზე მრავალ ქვეყანასა და ქალაქში გვიმუშავია და გვსურს, ეს ცოდნა და გამოცდილება თბილისსაც გავუზიაროთ, რათა მერიამ უკეთესი ხარისხის მომსახურება და უფრო კეთილმოწყობილი ქალაქი შესთავაზოს თბილისელებს“,- განაცხადა ჯეიმს ჰისლოპმა.

შეხვედრას EBRD-ის ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი მეთიუ ჯორდანი, მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორის მოადგილე ლინ ო გრედი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, „სინათლის ქალაქის“, „თბილსერვისის“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვენელები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42