ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იმპორტსა და ექსპორტს შორის გარღვევა ფაქტობრივად ნულზეა დასული, ასევე ტურიზმის მიმართულებით მთავრობას დადებითი ტენდენცია აქვს.
როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვან რყევებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
"ლარის კურსზე მეტი თავის ტკივილი ალბათ დღეს არ არსებობს. გარღვევა, რომელიც იყო იმპორტსა და ექსპორტს შორის ფაქტობრივად ნულზეა დასული. ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია გვაქვს. უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე ასევე იქნება განხილული პაკეტი, რომლითაც ტურისტების შემოსვლის პროცედურები გამარტივდება. ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ეს პროგნოზი არის ნაზავი ფუნდამენტური მონაცემების. რაც უფრო დამშვიდებული იქნება ბაზარი, მით უფრო ნაკლები იქნება ემოციური კომპონენტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






