„რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში მისასალმებელია ეს ინიციატივები სპეციალური რეგულაციების შემოღების შესახებ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება ვინმეს უპასუხისმგებლობის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ეს, სასტუმროს მეპატრონე თუ ვინმე სხვა. შენობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იგივე სახანძრო კიბეებთან დაკავშირებით, საქართველოში ძალიან ბევრი წელია, სამწუხაროდ, იმდენი ითქვა, იმდენი დაიწარა, იმდენი ჩხუბი იყო პოლიტიკურად, უკვე ორი ათეული წელია. მთელი ეს დებატები მახსოვს, ხელისგულზე იყო, როდესაც მე თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი, ამაზე უამრავი ბრძოლა და დავი-დარაბა გადავიტანეთ. როგორც ჩანს, ეს ის საკითხია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული უნდა გახდეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ბიზნესის თანამშრომლების ამ თვალსაზრისით, რომ ეს ინიციატივა, მათი მხრიდან ადეკვატურად იქნება გაგებული და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტექნიკური პრობლემა მაინც გამოირიცხოს. სამწუხაროდ, შემთხვევები ყოველთვის ხდება, როგორი იდეალური გარემოც არ უნდა იყოს" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დღეს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და მათ გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.
ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






