,,სახლში მშიერი შვილი მყავდა და ვერ შევჭამდი...“ - თბილისში მცხოვრები მამა-შვილის უკიდურესი გაჭირვება
საზოგადოება - 20:05, 12 May, 2015     10420
საქართველოში უამრავი ადამიანი და ოჯახია, რომელთა ისტორია ტკივილს და იმედგაცრუებას იწვევს. დღეს ძალიან ბევრს უჭირს, მაგრამ არის კიდევ სხვა, სრულიად ამოვარდნილი და ალოგიკური, გნებავთ სოციალური ფენა, გნებავთ კატეგორია დაარქვით. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ შიმშილით, ნელა და უხმაუროდ ტოვებენ ამ ქვეყანას. მათ შესახებ ცოტამ თუ იცის. ძირითადად მეზობლებმა.

ამბავი კი ერთ თბილისელ, თავის დროზე საკმაოდ შეძლებულ და ბედნიერ ადამიანზეა.

ბადრი ჯორბენაძე სკოლის დამთავრების შემდეგ ოდესაში წავიდა სასწავლებლად, სადაც უმაღლესი საზღვაო-სანაოსნო სასწავლებელი დაამთავრა. მამა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. თავად ბატონ ბადრის მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ხან სად უწევდა ცხოვრება და მუშაობა, ხან სად. მას გემზე მეთევზედ და სახანძროშიც კი ჰქონია ნამუშევარი. მამის გარდაცვალების შემდეგ დედის ჯანმრთელობა გართულდა და მას თბილისში მოუწია ცხოვრების ნულიდან დაწყება. ეს პერიოდი საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა. საერთო გაჭირვებას შეეწირა ოჯახის რამდენიმე ბინა. ვალების გასატუმრებლად ფაქტიურად ყველაფერი იყიდებოდა.

1994 წელს ცოლი მოიყვანა. 6 წელი ცოლ-ქმარს შვილი არ ეყოლა. მკურნალობის შემდეგ, 2001 წელს როგორც იქნა მათ ბიჭი შეეძინათ. მაგრამ პატარა ნიკა 2 წლის გახდა და დედა ერთ მშვენიერ დილას უბრალოდ „აორთქლდა“. სწორედ ამ დროს ბატონმა ბადრიმ სამსახურიც დაკარგა.

-რას ნიშნავს „აორთქლდა“?

აი ესე, აორთქლდა.დაგვტოვა ისე რომ არც არაფერი უთქვამს. ამდენი ხნის ნანატრ შვილს რა თქმა უნდა მე არ გავატანდი. ეს იცოდა მან და ისე რომ ნივთებიც კი არ წაუღია, წავიდა სახლიდან.

-გქონდათ თუ არა მასთან ურთიერთობა წასვლის შემდეგ?

-არა, უბრალოდ ვიცოდი საერთო ახლობლებისგან, რომ საბერძნეთშია, გათხოვდა. თუმცა შვილი არ ჰყავს. რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და ნიკას სკოლაში მიაკითხა.

როგორც ნიკამ თქვა, დედის ვიზიტი მხოლოდ იმისთვის იყო, რომ მამა გაელანძღა. ის არც ფინანსურად და არც ფიზიკურად არ ეხმარება შვილს. დღეს ნიკა 15 წლისაა. ოჯახს არც ბინა აქვს, არც სოციალური დახმარება. ბატონ ბადრის არც საპენსიო ასაკი უწევს. ის ჯერ 60 წლისაა. ასე რომ ყოვედღიურობის გადაგორება ახლობლების დახმარებით ჯერ კიდევ შესაძლებელია. “მე რამდენიმე დღის წინ ახლობელმა რაღაცის ყიდვა შემომთავაზა, მაგრამ სახლში მშიერი შვილი მყავდა და ვერა, ვერ შევჭამდი. მესამე დღეა არაფერი მიჭამია…საერთოდ…“ - ამბობს ბადრი ჯორბენაძე.

როგორც აღმოჩნდა, ბადრი ჯორბენაძეს და მის შვილს ბინა ყოფილმა მეუღლემ გაუყიდა და ისინი სახლ-კარის გაეშე დატოვა.

დღეს ისინი, სხვის სახლში ცხოვრობენ. ახლა ეს „სხვა“ ბინის დაცლას ითხოვს. თუმცა წასასვლელის არ ქონის გამო, მამა-შვილი მძმე პირობებს და ჩხუბს ფაქტიურად ყოველ დღე იტანენ. ბინაში მათ გარდა სხვა ოჯახიც ცხოვრობს. მეორე ნაწილი მეპატრონეს დაგირავებული აქვს. ორი კვირის წინ მან მერიაში განცხადება დაწერა. როგორც უთხრეს 10 დღეში დაუკავშირდებოდნენ. მას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ დაურეკავენ. იგი არც სახლს ითხოვს და არც დახმარებას.

„სამსახური მინდა, რომ სახლის ქირა გადავიხადო და ჩემ შვილს ვაჭამო, მეტი არაფერი მინდა“- ამბობს ბატონი ბადრი.

-კათარზისში, ან რაიმე დახმარებისთვის არ მიგიმრთავთ სახელმწიფო უწყებებისთვის?

-ჯერ კიდევ ბევრი მიცნობს თბილისში და არ მინდა ნახონ რა მდგომარეობაში ვარ… თავშეკავებით,ძალიან მწარედ ატირდა…

-სოციალურ დახმარებას რატომ არ იღებთ?

-2011 წელს მივმართე თხოვნით, მაგრამ უარი მივიღე. ასეთი წესი ყოფილა, ერთ ადგილას უნდა ცხოვრობდე, რომ ბაზაში მოხვდე, ჩვენ კი საცხოვრებელს ხშირად ვიცვლით. ამის მერე აღარ მივსულვარ არსად. ახლაც, ამ სახლიდანაც დღე-დღეზე გაგვიშვებენ.

თბილისში ცხოვრობს მამა-შვილი. თავმოყვარე, სიმპატიური, თბილი ორი მამაკაცი, შიმშილისგან თავბრუსხვევითა და ბარბაცით რომ მიმაცილეს კარამდე.. გამოვედი და ხელში 50 ლარიანს ვჭმუჭნიდი. ვერ მივეცი, ვერ.. ასე, რომ არც კი ვიცი, რა ფორმით შეიძლება მათ დავეხმარო.

ერთჯერადად უკვე შეიკრიბა რაღაც რაოდენობა პროდუქტის. ეს რაღაც დროით მათ თავს გააატანინებს. მაგრამ ცოტა ხნით.

მას არც საბანკო ანგარიში არ აქვს. მხოლოდ მისამართი და ტელეფონი. (595-50-52-44)

კატო გვასალია, წყარო: postalioni.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42