"აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება" - პრემიერი ქობულეთის ტრაგედიაზე
საზოგადოება - 18:51, 12 May, 2015     542
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, ქობულეთში გარდაცვლილ მოზარდთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

პრემიერმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშების ოჯახისწევრებს მიუსამძიმრა და ფაქტის დროულ და ობიექტურ გამოძიებას დაპირდა.

„პირველ რიგში მინდა, დიდი მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპული ბავშვების ოჯახებს. მართლაც სიტყვები არ მყოფნის, როგორ გამოვხატო ეს მწუხარება, რომელმაც ჩვენ ყველა დაგვზაფრა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანის. მინდა, მშობლებს პირობა მივცე, რომ აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, რომ დადგინდეს სიმართლე. მე მქონდა საუბარი შესაბამის უწყებებთან, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ. კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ მათ, რომ დაუყოვნებლივ, მოკლე დროში დაადგინონ ობიექტური სიმართლე. ამის გარდა, მე მინდა გითხრათ, აქ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყეს გარკვეულმა ჯგუფებმა. მინდა, ყველას მოვუწოდო, მათ შორის ამ სასტუმროს მეპატრონეს და სხვებსაც, რომ თავი დაანებონ გარკვეული განცხადებების გაკეთებას, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება, ისინი საკუთარ ქონებაზე ზრუნავენ და მისტირიან საკუთარ ქონებას, ჩვენ უნდა დავასაფლაოთ ეს ანგელოზი ბავშვები. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ზედმეტი სპეკულაციებისგან, ეს არის უმძიმესი საკითხი და ეს არის ტრაგედია ჩვენი ყველასი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა იმ რეგულაციების აღდგენა რაც სააკაშილის დროს გააუქმეს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ კონტროლი, იგივე რეგულაციები, რომელიც სამწუხაროდ წლების განმავლობაში აღარ არსებობდა, ეს იყო სააკაშვილის დროიდან, მათ გააუქმეს რეგულაციები, აღარ არსებობს არც სახანძრო სისტემის რეგულაციები, პრაქტიკულად მორღვეულია ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ერთ დღეში და ორ დღეში ვერ აღვადგენდით, მაგრამ საჭიროა, რომ გამკაცრდეს კონტროლი სასტუმროებში და ყველგან, ასევე იგივე ჯგუფების გამგზავრებისას უნდა იყოს მკაცრი კონტროლი ამ მიმართულებით და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ქობულეთში, სასტუმრო ”არმაზში” გაჩენილმა ხანძარმა სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ოთახში კონდიციონერი იყო ჩართული, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.


რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42