ავსტრიაში დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
კრიმინალი - 18:11, 12 May, 2015     11622
ავსტრიის ქალაქ გრაინთან ახლოს მდინარე დუნაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას Nachrichten.at-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სოფო ლოლაშვილი Au-pair-ის პროგრამით მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მდინარეში დაიხრჩო.

ავსტრიული გამოცემა წერს, რომ სოფიკო ლოლაშვილმა ვენაში ოჯახი, სადაც ის ოპერად მუშაობდა, 29 აპრილს დღის მეორე ნახევარში დატოვა. გოგონა მატარებლით გაემგზავრა, სადაც ის გერმანული ენის კურსებს უნდა დასწრებოდა. თუმცა გოგონა ადგილზე არ მისულა. მისი ბოლო ადგილსამყოფელი გრაინში, 18:00 საათზე ფიქსირდება.

გამოცემისვე ცნობით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, საქმეში არ ფიგურირებს არც დამატებითი პირი.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში ქართველი გოგონა დაიკარგა. მას სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც 7 მაისს გოგონას ოჯახის ახლობლებმა ,,ნიუპოსტს" განუცხადა, სოფო ლოლაშვილის დაკარგვის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. ოჯახი ამბობდა, რომ სოფის წინა დღეს ესაუბრენ, ხოლო მისი და გავრცელებული ამბის შემდეგ ავსტრიაში ჩავიდა. ,,ნიუპოსტი" ამჯერადაც დაუკავშირდა სოფო ლოლაშვილის ახლობელს, თუმცა მან არანაირი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ინფორმაცია გოგონას გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად სოციალური ქსელით გავრცელდა.

,,ნიუპოსტი" მომხდართან დაკავშირებით საგარეო სქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე უწყების მხრიდან პასუხი არ მიგვიღია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42