ისინი ქალაქ რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.
"მწუხარებას გამოვხატავ ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რთულია იპოვო სანუგეშო სიტყვები, როდესაც საქმე სამი არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება.
ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მეგობრებს და მთელ საქართველოს. ყველანი შეძრული ვართ ამით, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი სამძიმრები აღარ დაგვჭირდეს. ადამიანის საცხოვრისის უსაფრთხოება ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, ქობულეთში, სასტუმრო ”არმაზში” გაჩენილმა ხანძარმა სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ოთახში კონდიციონერი იყო ჩართული, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანი გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი იყო და სასტუმროში მომუშავე ადამიანები. ხანძრმა სამი ბავშის 10, 11 და 12 წლის სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე იმსხვერპლა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს: „რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, - თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






