„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მივესალმებით კავკასიაში ყველაზე თანამედროვე მეცხოველეობის კომპლექსის გახსნას. ძალიან კარგია, რომ მსხვილი უკრაინული ჰოლდინგი შემოვიდაინვესტიციით, 6,5 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს არის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა, სადაც არ გამოიყენება არანაირი ქიმიური დანამატები და ეკოლოგიურად სუფთაპროდუქცია იწარმოება. ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი და სასიხარულოა, რომ ამ კომპანიამ ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეღავათიანიაგროკრედიტით, 600 000 ლარის ოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში 6, 5 მილიონ დოლარიან ინვესტიციაში ჩვენი გარკვეული წვლილიც არსებობს. ვფიქრობთ, რომ ეს კომპანიამნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში და როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კომპანია, მაგალითი იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივიკომპანიისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"ABD Georgia” 2013 წელს დაფუძნდა და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების და სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, სოფელ აკაურთაში. “ABD Georgia” შედისუკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ ა.შ.შდოლარს. კომპანიაში ამჟამად 250 –მდე ადამიანია დასაქმებული.
„ABD Georgia“ ქართულ ბაზარზე სამარკო ნიშან „Delicia“-ს სახით არის წარმოდგენილი. „ABD Georgia“ 30-მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ფერმაში მოწეული ღორის ხორცისგან, რომელთა რაოდენობა, ამ ეტაპზე, 20 000 სულზე მეტია.
მასალის გამოყენების პირობები






