"რწმენა იმისა, რომ ისინი ჩვენ ისევე გვიყვარს და გვჭირდება, როგორც საკუთარი თავი"
კულტურა - 12:27, 12 May, 2015     2321

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია - „ივერიამ“ ამ ეტაპზე გორში გამართა საკმაოდ ხალხმრავალი და კარგი ღონისძიება. ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ხელოვანთა ნიჭის გამოვლენას, აერთიანებს ყველას და ყცელაფერს, რაც ხელოვნებაა, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა, თუ სოციალური სტატუსისა. შეგახსენებთ, რომ პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

პრემია „ივერიის“ რიგით მესამე პოეზიის საღამოს გორის კულტურის სახლმა უმასპინძლა.

„ჩვენმა პროექტმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა იმით, რომ, როგორც იცით ჩართული გვყავს მსჯავრდებულები, მათი შემოქმედება გამოგვაქვს საპატიმროებიდან და საზოგადოებას ვუკითხავთ, შემდეგ ჩვენს ჟურნალები - „ქართული ელიტა“, „ნათლია“ და „განსაკუთრებული ჟურნალი“ მასპინძლობს მათ შემოქმედებას და მეტი ადამიანი ეცნობა ამ ადამიანების შემოქმედებას. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამარჯვებული ნომინანტი ირაკლი ფირცხალავაა, პოეტური ფსევდონიმით „რევა“, რომელიც გასული წლის ბოლომდე მსჯავრდებული იყო და ჩვენი პროექტის მონაწილე - ბოლოს გამარჯვებული გახდა. მისთვის, სამწუხაროდ, ამ უზარმაზარი ჯილდოს გადაცემა ვერ მოვახერხეთ მაშინ, რადგან იგი ზუსტად იმ პერიოდში გათავისუფლდა და ვეღარ მივაგენით ამ ახალგაზრდას. თუმცა, მერე სოციალური ქსელის მეშვეობით აღმოვაჩინეთ ჩვენი გმირი და მოვიწვიეთ ამ ღონისძიებაზე, გორში. ირაკლი ფიცხელაურმა მეუფე ანდრიას ხელიდან მიიღო ეს ყოველივე და ამ ახალგაზრდა კაცის აღფრთოვანებას საზღავრი არ ჰქონდა. თუნდაც ამისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი გამართლებულია და მისი უწმინდესობის იმედები, ვფიქრობ გავამართლეთ“, - ამბობს პროექტისა და პრემიის დამფუძნებელი, ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი.

პროექტი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. შესაბამისად, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო განსაკუთრებული შესაძლებლობების (შშმპ) მქონე პოეტმა, ნიკოლოზ ფარეხელაშვილმა:

„დღეს მე აქ ვარ და მოხარული ვარ, რომ ასეთი ნიჭიერებისა და სიყვარულის მომსწრე ვარ. ასევე მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ასეთი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა პოეტმა ნიკოლოზ ფარეხელაშვილმა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია: „ ის სულიერი სიამოვნება და სიხარული, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შემოქმედება ადამიანისთვის“.

თამარ ჭავჭავაძე, პოეტი: „ერთი დღით ბავშვობაში დამაბრუნა ამ საოცარმა პროექტმა. და მიკვირს, მიუხედავად საზოგადოების მრავალფეროვნებისა, ყველას თავისებურად ეფერება და სწორედ მისთვის სათქმელს და საფერებელ სიტყვას პოულობს ამ საოცარი პროექტის ავტორი“.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, პროექტის მხარდამჭერი: „ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ეს პროექტი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება, რაც უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს ჩვენ, როგორც ამ პროექტის მხარდამჭერებს, რადგან ჩვენი ვალდებულებაა თითოეულ ოჯახამდე მივიდეს ქართული სიტყვა და ქართული ენის სიწმინდე.იმედია, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და კვალავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

ყოფილი მსჯავდებული, პოეტი ირაკლი ფიცხელაური - „რევა“: „ამ პროექტმა დამანახა ცხოვრების საიდუმლო, რომელიც დღეამდე, ამ საქართველოში ვერავინ დამანახა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი ადამიანის სულის მელოდიაა და როდესაც ეს მელოდია დაკვრას იწყებს, მაშინ ყველა ჟრიამულობს და განცდებს აფრქვევს, რომელიც საქართველოს დიდ სიყვარულს ჩუქნის...“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42