ლიბიაში დაბომბილ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაური გოჩა შერვაშიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ გემზე მყოფი ქართველების მდგომარეობა ნორმალურია.
მისი თქმით, ამჟამად დაზიანებული გემი თურქეთის ერთ-ერთ პორტში გადაყავთ.
„ჩვენ ვიმყოფებით ზღვაში და მივდივართ თურქეთის ერთ-ერთი პორტისკენ. ქართველები ყევლა კარგად ვიმყოფებით. მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებათ. გემს 8 ბომბი აქვს მოხვედრილი. ხუთი საათი ცეცხლის ალში ვიყავით გახვეული და არანაირი თანადგომა არ გვქონდა თურქეთის მაღალი რანგის პირებისგან“, - განაცხადა მეზღვაურმა გოჩა შერვაშიძემ „კურიერთან“ საუბრისას.
ლიბიის სანაპიროებთან, ქალაქ თობრუკის პორტთან თურქული გემი გუშინ დაიბომბა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გემზე საჰაერო იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც ეკიპაჟი აკრძალვას არ დაემორჩილა და ქალაქ დერნასკენ აიღო გეზი.
მასალის გამოყენების პირობები






