საპატრიარქო შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 21:47, 11 May, 2015     41247
საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტექსტი კათოლიკოს-პატრიარქის მდივნს, შორენა თეთრუაშვილს არ ეკუთვნის.
"კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის სახელით ინტერნეტ-სივრცეში ახლახანს გავრცელებული ტექსტი ქ-ნ შორენა თეთრუაშვილს არ ეკუთვნის. საერთოდ, იგი საჯაროდ არასოდეს აფიქსირებს თავის პირად პოზიციას და არ სარგებლობს არც ერთი სოციალური ქსელით. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგ სიცრუესთან გვაქვს საქმე."- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
შორენა თეთრუაშვილის სახელით ფეისბუკში განცხადება რამდენიმე დღის წინ გავრცელდა:
"საოცარ აზრებს ვკითხულობ.... პირდაპირ გეტყვით - გულისამრევია ჩემთვის დღეს აქ გამოფენილი მორალ- ფილოსოფიები... ნიანგის ცრემლებით პირდაბანილი რუსეთუმეების ლოგიკა... ახლა მომისმინეთ და არ გაგიკვირდეთ ჩემგან - რუსეთი ჩემი სამშობლოს მტერია!!!...რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთმა წამართვა ჩემი სამშობლოს სხეულის დიდი ნაწილი... დამიხოცა თანამემამულეები... გამიძარცვა და დამინგრია ეკლესიები... პირიდან ამომგლიჯა მშობლიური ენა... და ამას აკეთებდა საუკუნეების მანძილზე... მე რუსს მადლობას ვერ გადავუხდი იმის გამო, რომ " ჯარისკაცის მამას" უყურებს... არც რუსის ნამღერი " ჩიტო- გვრიტო" აღმაფრთოვანებს... არც იმისი დალეული ღვინო მინდა და მერე ნაბახუსევზე - " ბორჯომი"...მე ჩემი ქვეყანა მინდა... ჩემი მიწა მინდა მთლიანი... იმ ხალისის დაბრუნება მინდა, როცა მეც მომინდება გულიანი სიმღერა... როცა შუაზე აღარ გადამიწყვეტენ დავით- გარეჯს... როცა ჩემი მიწის შემოსავლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დამჭირდება!... უფრო მეტიც - პასპორტითაც რომ აღარ შემიშვებენ! მოდი და იცხოვრე ახლა მშვიდად... მოდი და უკარი ახლა ტაში გაურკვეველი მსოფლმხედველობის დიაცს, თავდაცვის მინისტრად რომ მოგევლინება და კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის ჩვენს ისედაც სავალალო მომავალს... ვერ ვაღიარებ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელიც რუსს, ჩემს დარჩენილ მიწაზე, ასეთი გაშლიგინების უფლებას მისცემს! დამიბრუნე, რაც წამართვი და მერე მობრძანდი, ბატონო! მერე ნახე, როგორი სტუმარ - მასპინძლობა შემიძლია!.. დამიბრუნე ჩემი მიწა და მერე შენს მოყვრად მიღებას ჩემი წინაპრებიც მომიწონებენ... უფლისთვისაც სათნო იქნება....
არ გაგიკვირდეთ - მეთქი....ზემოთ ვთქვი... არ გაგიკვირდეთ, რომ დღეს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ვაღიარებ ერთ რამეს - ორი დღის წინ, როცა რუსული სიმბოლიკებით დამშვენებული ბაიკერები ველური ყიჟინით წინ მივლიდნენ, დაახლოებით, იმავეს გაკეთება მომინდა, რაც დოდო აბაშიძის გმირმა გააკეთა "ფესვებში"... მარტო რომ ვყოფილიყავი, ალბათ, თავს ვერ შევიკავებდი! ეს იყო საოცარი განცდა - განცდა ჩემი მიწის კვნესა- ტკივილისა, რომელიც პირად ტკივილზე ბევრად უფრო მეტად მაწუხებს... გიორგობას გილოცავ, ერო! ქრისტიანობის ერთგულებისა და კერპების დამხობისათვის აწამეს დიდმოწამე! იქნებ, ჩვენც დავამსხვრიოთ ოდესმე ჩვენს გულსა და გონებაში აღზევებული ყომრალი კერპები! იქნებ, ისევ დავინახოთ მზე!", - აღნიშნული იყო მიმართვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მდივნის შორენა თეთრუაშვილის სახელით გავრცელდა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42