დუტა სხირტლაძის თქმით, ყველას უყვარს სტალინი, რომ ეკითხები რა გააკეთა საქართველოსთვის, ვერავინ ვერ გპასუხობს მაგრამ, „იმიტომ რომ გორელი იყო უყვართ თორემ ისტორიულად რა ადამიანი იყო, რა პიროვნება იყო, გერმანიას მოუგო, ჩერჩილი ვინ არის, რუზველტი ვინ არის, რაის თეირანი, რაის 43 წელი საერთოდ არავინ არაფერი არ იცის“.
ჟურნალისტის განცხადებით, დუტა სხირტლაძემ თავისი სიტყვებით, გორის და შიდა ქართლის მოსახლეობას უვიცობა დააბრალა. თინა თაყაძე ამბობ, რომ სტალინმა რა ზიანიც მიაყენა საქართველოს, ეს ახალი არ არის, მაგრამ თუკი ვინმეს სტალინი გორში ბელადად მიაჩნია, ეს არ ნიშნავს გორის მოსახლეობის საერთო განწყობას, ,,ეს ცალკეული ადამიანების პოზიციაა და მათი პრობლემაა, ვისაც სტალინი გმირი ჰგონია. მე, როგორც ქართველი და გორელი შეურაცხყოფილი ვარ დუტას ამ განცხადებით და არა მარტო მე.
ვურჩევ სხირტლაძეს ბოდიში მოიხადოს მთელი გორის წინაშე, თორემ პირადად მოვთხოვ პასუხს გორელების შეურაცხყოფისთვის!“-აცხადებს თაყაძე.
მასალის გამოყენების პირობები






