ცენტრის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ სასწრაფოს დახმადების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე, გამოძახებიდან 12 წუთში მივიდნენ.
ამირან გოგიტიძე განმარტავს, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობის ნახვის შემდეგ პირველმა ბრიგადამ დახმარე ჯგუფი თავად გამოიძახა, მეორე ბრიგადაც ადგილზე გამოძახებიდან 12 წუთში მივიდა.
,,დროები აისახება პროგრამულად - როდის შემოვიდა გამოძახება, როდის გადაეცა და როდის მივიდა ბრიგადა ადგილზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფო 40 წუთის დაგვიანებით მივიდა, რაც არ შესაბამება სიმრთლეს. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციები ჟღერდება, რადგან ამის გამო ზიანი ადგებათ იმ ადამაინების შრომას, ვინც 24 საათის განმავლობაში ქვეყანას და ხალხს ემსახურებიან. ის, რომ რაიონებში შეიძლება ზოგგან მეტი იყოს ბრიგადა და ზოოგან ნაკლები, ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს, შემთხვევის ადგილზე მიდის უახლოესი მიმდებარე რაიონების ბრიგადა“ - აცხადებს ამირან გოგიტიძე.
მასალის გამოყენების პირობები






