ნუცუბიძის ქუჩაზე პოლიციას ცეცხლი გაუხსენს - შსს გაქცეულ დამნაშავეს ეძებს
კრიმინალი - 11:23, 10 May, 2015     5764
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნუცუბიძის მე-4 მ/რ სუპერმარკეტ "ზღაპარ"-ში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ძმები 1990 წელს დაბადებული გიორგი დ. და 1989 წელს
დაბადებული ბექა დ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შესახებ შეტყობინება 112-ის საშუალებით მიიღეს. ადგილზე მისულებს კი სამი ნიღბიანი პირი დახვდათ, რომლებიც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ბრალდებულებს მოუწოდეს, რომ დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარებოდნენ თუმცა მათ მიმალვა სცადეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია ფეხის არეში, რაც შეეხება მესამეს მან მიმალვა შესძლო.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიმალვაში მყოფი ბრალდებულის დასაკავებლად ამ დრომდე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლით).




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42