ონლაინ კამპანია - "17 მაისი არის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე" (ფოტოკოლაჟი)
საზოგადოება - 17:35, 09 May, 2015     3209
ორგანიზაცია "ლგბტ საქართველო"-მ წამოიწყო ონლაინ-კამპანია, რომლის მიზანი 17 მაისის ნამდვილი მნიშვნელობის საზოგადოებისთვის გაცნობაა. ორგანიზაციის განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი სოციალური ჯგუფი ცდილობს ლგბტ თემის პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს და ამის გამო 17 მაისს დაწესდა სხვადასხვა დღეობა და დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძებები.

"ლგბტ საქართველო" თავის ფეისბუქგვერდზე 17 მაისის, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის ისტორიასაც წერს და ონლაინ კამპანიაში მონაწილეობის მსურველებს აქციაში მონაწილეობის პირობებს აცნობს:

„1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა რეესტრიდან.

პირველად ეს დღე 2003 წელს აღნიშნეს, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. 2006 წლიდან ის იქცა საერთაშორისო დღედ. სწორედ ამიტომაც, ყოველი წლის 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის დატვირთა და მნიშნელობა არის საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღების გამახვილება იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ლგბტ თემს.

ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თანასწორობისა და თანაბარი უფლებების პრინციპი. ვისთვისაც მნიშვნელოვანია და ღირებულია თავად ადამიანი, და არა მისი ორიენტაცია. ასევე, მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს მისი განსხვავებულობის გამო.“- აღნიშნულია ორგანიზაციის მიმართვაში.

"ლგბტ საქართველო" კამპანიაში მონაწილეთა ფოტოებსაც აქვეყნებს, მათ შორის არიან სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები, პარლამენტარი თამარ კორძაია და სხვა ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანები.



ნინო ზედგენიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42