ღვინის ფესტივალს თბილისის მერის მოადგილე დაესწრო
საზოგადოება - 11:47, 09 May, 2015     1271
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი "ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის" გახსნას დაესწრნენ. ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რესტორან "ფუნიკულიორში" გაიმართა. ირაკლი ბერეკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველოში შემოსული ტურისტების უმრავლესობა პირველად დედაქალაქში ეცნობა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ჩვენს ყოველდღიურობაში კი ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დიდი სურვილი გვაქვს თბილისის სახელი პირდაპირ იყოს დაკავშირებული და ასოცირებული ქართულ ღვინოსთან და მოხდეს მისი ამ თვალსაზრისით წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ჩვენი მხრიდან კარგად ვაცნობიერებთ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. მერია მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს ამ მიმართულების გასაძლიერებლად",-განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.

"ახალი ღვინის ფესტივალი 2015" საქართველოს "ღვინის კლუბის" ორგანიზებით იმართება. ფესტივალი სამდღიანია. 9 მაისს დედა ენის ბაღში ღვინის 60-მდე მსხვილი კომპანია და მცირე მარანი, 55 საოჯახო მარანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენს. 10 მაისს კი უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტურები მოეწყობა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2015-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კომპანია „ბორჯომი“. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42