თბილისის მერი ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო
საზოგადოება - 10:53, 09 May, 2015     1183
„ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“ - ევროკავშირის დღის აღსანიშნავად ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

როგორც მისასალმებელ სიტყვაში თბილისის მერმა აღნიშნა, გამოფენა ნათლად ასახავს ევროპასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს, როგორც სოციალურ-კულტურულ სფეროში, ისე ეკონომიკის ცალკეული მიმართულებებით. „ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ისტორიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენი მომავალი ადგილი სწორედ ევროპაშია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეროვნულ გალერეაში გამართული ფოტოგამოფენა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გახსნა. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროექტი „ერთად შევეგებოთ ევროპას“ და საქართველოს ეროვნული არქივი.

საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან გამოფენაზე წარმოდგენილი ადრეული ფოტოები იმ ადამიანების ისტორიას ასახავს, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავენ. მე-20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ.

ეროვნულ გალერეაში გამოფენა 27 მაისამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42