სემეკმა ტარიფთან დაკავშირებით ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:41, 08 May, 2015     1043

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სატარიფო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე კომპანიების მოთხოვნები სრულად არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კომისიამ სხდომაზე იმსჯელა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“ მოთხოვნებზე და მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რომელიც შეეხება კომპანიების ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს საჯაროდ სცნო.

კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებულობა როგორც კომისიის ზოგად საქმიანობასთან, განსაკუთრებით კი სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად ცნო მხოლოდ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა კომპანიების მოთხოვნები მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია ღია ხდება ინფორმაციის ღიაობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42