გიორგი ქადაგიძე თქმით, მას ვერანაირი საგამოძიებო კომისია, ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ აიძულებს მას მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას
"ყველასთვის ცხადია, ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ დახარჯოს სავალუტო რეზერვი. მე გავუმარტივებ ამოცანას ამ იდეის ავტორებს და ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას, გაფლანგვას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია და ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. რეზერვების ხარჯვა, არ არის პრობლემების გადაჭრის გზა. პრობლემების გადაჭრა არის სხვაგან და ამაზე და სხვა ყველა დეტალზე მექნება საუბარი წლიური ანგირიშის დროს, როდესაც პარლამენტში წარვსდგები", - განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ შესაძლოა ლარის დევალვაციის მიზეზების შესწავლა დაიწყოს და ამ თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






