სავალუტო რეზერვი ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება არაა, არ ვაპირებთ განიავებას- ქადაგიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:24, 08 May, 2015     2255
ეროვნულ ბანკში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე და ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ფუნქციებზე ისაუბრა.

ქადაგიძის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.

„თუ გვაქვს მეტი სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გამყარების მიმართულება, თუ გვაქვს ნაკლები შემოდინება კურსს აქვს გაუფასურების მიმართულება. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება ეკონომიკის. კურსთან დაკავშირებით შემიძლია დადებითი მონაცემები გითხრათ კურსზე გავლენასთან დაკავშირებით, ეს არის აპრილის თვის წინასწარი მაჩვენებლები იმპორტის, რომელიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უკვე არსებულმა გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტზე და საგადასახდელო ბალანსის კორექტირება დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას რომ სხვა თანაბარ პირობებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს გაუფასურებას. რა თქმა უნდა მოკლევადიან პერიოდში მერყეობას ადგილი ყოველთვის ჰქონდა და ექნება."

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით ბანკი სავალუტო რეზერვების განიავებას არ აპირებს:

"არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ხშირ შემთხვევაში დამღუპველი, რაც მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას რომ სავალუტო რეზერვი არ არის ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების და შვილების მატერიალური დოვლათი".- განაცხადა ქადაგიძემ.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42