„ქართველები მეორე მსოფლიო ომში“ - ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებენ
საზოგადოება - 17:10, 08 May, 2015     1508
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ პატივისცემის და მადლიერების გამოხატვის ნიშნად, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმი შეიქმნება, რომელიც მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დაეთმობა.

დოკუმენტურ ფილმს, სახელწოდებით „ქართველები მეორე მსოფლიო ომში,“ ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი, თომა ჩაგელიშვილი გადაიღებს.

„ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ლიბერთი ბანკის ინიციატივით შეიქმნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს იმ უმძიმეს პერიოდს, რაც ქართველმა ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიარეს. ფილმი მთლიანად დაეთმობა ვეტერანების პირად ისტორიებს და განცდებს, რომელსაც დოკუმენტური ფილმის სახით შემოვუნახავთ მომავალ თაობას. ფილმის გადაღებით, ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა და მადლიერება ქართველი ვეტერანების მიმართ. მოხარულნი ვართ, რომ ფილმს გადაიღებს თომა ჩაგელიშვილი, რომლის სახელიც ბევრ საინტერესო დოკუმენტურ ნაწარმოებს უკავშირდება. ლიბერთი ბანკის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის დირექტორმა, დავით ვერულაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ პროექტის განხორციელების საშუალება. დღეს მაყურებელს შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე კადრი ფილმიდან, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ვეტერანების პირადი ისტორიები და ემოციები. ეს კადრები გულგრილს არავის დატოვებს. ჩემის მხრივ, მსურს პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებმაც ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს.“ - განაცხადა თომა ჩაგელიშვილმა

კადრები ფილმიდან ხელმისაწვდომია ლიბერთი ბანკის facebook-ის გვერდზე www.facebook.com/libertybank.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42