ითხვისი, რგანი და ზედა რგანი, მღვიმევი, შუქრუთი, თაბაგრები... ეს ჭიათურის რაიონის სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც მანგანუმის კარიერული წესით მოპოვება, ყოველგვარი ტექნოლოგიური წესების დაცვის გარეშე ხდება. ღია კარიერული წესით მოპოვების დროს, როგორც წესი, მანგანუმის ამოღების შემდეგ, მნიშვნელოვანია, მიწის საფარმა პირვანდელი სახე მიიღოს, რაც ადგილობრივების განცხადებით არ ხდება. მიწის საფარის განადგურება თავისთავად იწვევს სოფლის საძოვრების დაბინძურებას. ჭიათურის რაიონის სოფლების მოსახლეობა, რომლის ისედაც მცირე მიწას ფლობს, მოსავლის მისაღებად, იძულებულია, დაბუნძურებული მიწა დაამუშაონ. ამ ვითარებაში მოსავალი ზღვრულ ნორმაზე გაცილებით მეტ რაოდენობა მანგანუმს შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის კატასტროფულად საზიანოა. პრობელმა 2012 წლიდან არსებობს და ამ დრომდე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილობრივები უყვებიან, სოფლებში და თავად ჭიათურაშიც ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ,,ქალაქში ისეთი ბუღი დგას, ვერ წარმოიდგენთ... კარიერული წესით მოპოვება 2012 წლამდეც ხდებოდა, მაგრამ ტექნოლოგიური წესების დაცვა აუცილებელი იყო და ასეთი უბედურება არ ხდებოდა... საუაბრი იყო, თითქოს უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ აგერ 2012 წლიდან მოყოლებული კიდევ უარესობა ხდება. არ იცხოვრება აქ უკვე. რა უნდა ვქნათ? მოსავალი ამ დაბინძურებულ მიწაზე მოგვყავს, ბავშვებს ვაჭმევთ ამას და ვიღაცა ხო უნდა ფიქრობდეს ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე“ - აცხადებენ ადგილობრივები. ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ჭიათურის მცხოვრები კირვალიძეების ოჯახი ჰყვება, რომ თავის დროზე მძიმე სატვირთო მანქანების გადაადგილება, რომლებსაც მანგანუმი გადააქვთ, ქალქში აკრძალულიც კი იყო, თუმცა დღეს თავისუფლად მოძრაობენ, რის გამოც ჭიათურა მტვირთაა სავსე და მანაგანუმის მძიმე სუნი დგას.
ეკოლოგიურ პრობლემას ემატება ისიც, რომ სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა მონურ პირობებში მუშაობს და კარიერული წესით მანგანუმის ამოღებისთვის, რაც საკმაოდ მძიმე შრომასთან არის დაკავშირებული, მათი ანაზღაურება 300-400 ლარს არ აღემატება.
,,ნიუპოსტი“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის დეპარტამენტის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს ნელი კორკოტაძეს ესაუბრა. კორკოტაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემას ადასტურებს და ამბობს, რომ 2014 წელს შემოწმების პროცესში გამოვლენილი იქნა წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები, რის გამოც ,,ჯორჯიან მანგანეცი“, რომელიც ვალდებულია სალიცენზიო პირობები შეასრულოს და განახორციელო რეკულტივაცია, დაჯარიმდა და საქმე საგამოძიებო ორგანოშიც იქნა გადაგზავნილი.

კორკოტაძე აცხადებს, რომ კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად, გონივრული ვადა აქვს მიცემული.
_გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა 2013 წლის მაისში და ჩვენს ფუნქციებში შევიდა როგორც საწარმოების კონტროლი ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის კონტროლი. ვინაიდან სალიცენზიო ფართობი არის ძალიან დიდი, დაახლოებთ 16 ათასი ჰექტარი, რომელიც 2006 წელს გაიცა ,,ჯორჯიან მანგანეცზე“, დავიწყეთ ეტაპობრივი შემოწმება სალიცენზიო პირობების შესრულების კუთხით - როგორ ხდებოდა სარგებლობა, სწორად ხდებოდა თუ არა ფუჭი ქანების დამუშავება, სწორად ხდებოდა თუ არა კარიერების დამუშავება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ 2014 წლის ბოლოს სრულად მოვიცავით მთელი სალიცენიო ფართობი. ამ შემოწმების პროცესში გამოვლინდა ძალიან ბევრი დარღვევა, მათ შორის წიაღისეულით სარგებლობის ტექნიკური თვალსაზრისით, რომ სწორად არ ხდებოდა კარიერების დამუშავება, ასევე მოპოვების პროცესში გადახსნილი ფუჭი ქანების განთავსება ხდებოდა არასწორად, პირდაპირ ფენაზე, ისე რომ არ იყო მოხსნილი ეს ნყოფიერი ფენა, დასაწყობებული იმისთვის, რომ განხორციელდეს გამომუშავებული კარიერის რეკულტივაცია, ამასთან დაკავშირებით კომპანია დაჯარიმდა და ასევე დავითვალეთ, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, და ვინაიდან იგი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე გადაგზავნილი იქნა საგამომძიებლო ორგანოში.
_შედეგად რა მოჰყვა ამას, ფაქტია, რომ მოსახელობა ისევ მძიმე მდგომარეობაშია.
_ჩვენ ეს დავიწყეთ 2013 წელს და დავასრულეთ 2014 წელს ეტაპობრივად.,,ჯორჯიან მანგანეცს“, რომელიც ახორციელებს სალიცენიო ფართობზე სამუშაოებს აქვთ როგორც ღია კარიერული წესით მოპოვების უფლება, ასევე სამთო წესით მოპოვების უფლება. როდესაც კომპანია ჯარიმდება, კანონმდებლობის თანახმად ეძლევა მას გონივრული ვადები, რომ გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. ასევე დათვლილი იქნა გარემოსთვს მიყენებული ზიანის ოდენობა სხვა სალიცენზიო ფართობზე, აქაც იყო მნიშვნელოვანი ზიანი და მასალები გადაგზავნილი იქნა საგამოძიებო ორგანოში.
_კონკეტულად ზიანის რა ოდენობაზეა საუბარი?
_ადგილი ჰქონდა ტყის რესურსებზე უკანონო ზემოქმედებას. ამასთან დაკავშირებით იყო ზიანი დათვლილი. მათ არ ჰქონდათ სპეციალური სარგებლობის უფლება მოპოვებული ტყის მოვლის უფლების მქონე ორგანოდან და ისე ჰქონდათ დაწყებული სამუშაოები ფონდის ტერიტორიაზე. მოხდა ზიანის დაანგარიშება და დაერთო იმ მასალებს, რომელიც გადაიგზვნა პროკურატურაში.
_თქვენ აღნიშნეთ, რომ გონივრული ვადა აქვს კომპანიას მიცემული. რა ვალდებულება აკისრიათ ამ ვადებში, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?
_მათ აქვთ ვალდებულება რომ რეკულტივაცია განახორციელონ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტების საფუძველზე, ანუ იმ კარიერების ამოვსება, რომლიდანაც აღარ არის შესაძლებელი და მიზანშეწონილი სარგებლობა, ანუ ამოწურულია რესურსი კონკრეტულ კარიერებზე. მათ აქვთ ვალდებულება, რომ განახორციელონ როგორც ტექნიკური, ასევე ბიოლოგიური რეკულტივაცია. მათ უკვე შეიმუშავეს რეკულტივაციის პროექტები, რომელიც დავიწუნეთ, რადგან არ იყო შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. ახლა დამატებით შეოიტანეს სარეკულტივაციო ფართობებზე ეს პროექტები, რომელიც შეთანხმების პროცესშია და ისინი დაიწყებენ ამ რეკულტივაციის სამუშაოებს. რეკულტივაცია არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, მითუმეტეს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის, იმიტომ რომ იქ პირვანდელ მდგომარეობამდე მიიყვანონ კარიერები და არ იყო ეს რღმულები, საიდანაც ასევე არის შესაძლებელი ძალიან ბევრი პრობემის შექმნა, გნებავთ მოსახლეობის ფიზიკური დაცულობის თვალსაზრისით, გნებავთ იმისთვის, რომ იქ ნიადაგის ფენა მოეწყოს და მოხდეს ბიოლოგიური რეკულტივაცია,
_გამოძიება რა ეტაპზეა?
_მე არ ვფლობ ინფორმაციას თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ჩვენ მასალები გადავაგზავნეთ პროკურატურაში 2014 წლის ბოლოს და თუ არ ვცდები შემდეგ მასალები დაექვემდებარა ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურს და ის აწარმოებს გამოძიებას. ჩემთვის უცნობია გამოძიების დეტალები.
_თუკი არ მოხდა სიტუაციის გამოსწორება, რა დამატებითი ბერკეტები შეგიძლიათ აამუშაოთ?
_თუ არ გამოსწორდება ჩვენ გვაქვს დამატებით ბერკეტები, რომ კიდევ მივყვეთ ამ საკითხს, სამჯერადი გასამმაგების შემდეგ შესაძლებელია დადგეს ლიცენზიის გაუქმების საკითხი, უახლოეს პერიოდში უნდა გადავამოწმოთ ის მიწერილობა, რომელიც ბოლოს მიეცათ მათ, შეასრულეს თუ არა.
_როდის აპირებთ გადამოწმებას?
_დაახლოებით ერთი თვის შუალედში ჩვენ ვაპირებთ ვნახოთ ადგილზე სიტუაცია, შესრულდა თუ არა მიწერილობა, შემდგომი გადამოწმების შემდეგ, თუ მათ ეს არ ექნებათ შესრულებელი, დადგება ლიცენზიის გაუქმების საკითხი.
_მოსახლეობა საუბრობს ასევე მძიმე სატრანსპორტო საშუალებებით მადნის გადაადგილებაზე, რაც ასევ იწვევს ჰაერის დაბინძურებას.
_ტრანსპორტირების პროცესში როდესაც ხდება მანქანებით მადნის გადაადგილება, იქიდანაც ხდება მტვრის გავრცელება. ქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეუზღუდა მათ ამ მანანების გადაადგილების უფლება, რომ არ მომხდარიყო გამტვერიანება. მიწერილობა აქვს კომპანიას, რომ დაიცვას ნორმები ატმოსფერული ჰაერის კუთხითაც. თუ მათ ეს მოთხოვნები არ გაითვალისწინეს, როგორც გითხარით, გაუსამმაგდება კომპანიას და დადგება ლიცენზიის შეწყვეტის საკითხი.
_როდესაც თქვენ იყავით შემოწმებაზე, რა ვითარება იყო? მოსახლეობა ამბობს, რომ შემოწმების დროს არ მოხდა რეალუარი სურათის დადება.
_როდესაც ვიყავით ჩვე შემოწმებაზე, იმ პერიოდში შემოწმდა ჰაერის მდგომარეობა და სინჯების შედეგად იქ გადამეტება არ დაფიქსირდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების, ეს მოხდა შემოწმების პერიოდში და ბუნებრივია, ჩვენ იქ ყოველდღე ვერ ავიღებდით სინჯებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შედეგი ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში იყო და სხვა დროს იქ აღმოჩნდეს გადამეტება ჰაერში მავნე ნივთიერებების, გააჩნია ამინდს და გააჩნია ქარის მიმართულებას და ა.შ., ანუ ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი ამ შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები






