ექსკლუზივი: ვოვა კაჭარავა - „მილიონებს რომ ხარჯავენ სისულელეებში, კონოს დაახარჯონ“
კულტურა - 17:43, 08 May, 2015     3164
„ძალიან მცდარი აზრია, რომ საქართველოში კინო არ არის განვითარებული. უბრალოდ ყურადღება გვაკლია სახელმწიფოსგან. კინო არის ის ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჩვენს ქვეყანაში“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ რამდენიმე წარმატებული ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ვოვა კაჭარავა. 14 მაისს მაყურებელი მისი პროდიუსერობით კიდევ ერთ ფილმს „ყარასტანში დაკარგულს“ იხილავს. ამ პროექტში ცნობილი უცხოელი რეჟისორები და მსახიობებია დაკავებული... „ყოველი პროექტი ჩემთვის არის რისკის ტოლფასი, საქართველოში ამის გარეშე შეუძლებელია რამე გააკეთო... მე გამიმართლა“- გვეუბნება ახალგაზრდა პროდიუსერი.

ვოვა კაჭარავა:
საქართველოში კინოზე სახელმწიფო ხარჯავს ალბათ 4-დან 6 მლნ-მდე საშუალოდ, მაშინ როცა ევროპაში ერთი ფილმის ბიუჯეტი არის იგივე თანხა და ეს თანხა იხარჯება ყველაფერზე, კინოცენტრის ხელფასები, დოკუმენუტური ფილმები, მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, რაღაცის დაბეჭდვა, სამგზავრო გრანტები... სასწაული ის არის რომ ამ ბიუჯეტით ვახერხებთ მაინც რომ ა-კლასის ფესტივალებზე გავიდეთ, ცნობილი მსახიობები დავაკავოთ და ჩამოვიყვანოთ საქართველოში. რეალურად საზღვარგარეთ უფრო გვაფასებენ ვიდერე ქვეყნის შიგნით, ისინი ხვდებიან რა ბიუჯეტით ვაკეთებთ ფილმებს და გაოცებულები არიან. აზერბაიჯანის კინოფონდს 10 მლნ ევრო აქვს დაფინანსება, უკრაინას 16 თუ 20 მლნ...

კინოინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, კინოში ჩადებული ყოველი კაპიკი საქართველოშივე რჩება, გადის ყველა გზას, - მსახიობი უნდა დაიქირავო, დურგალი, მუშა, მძღოლი, როცა კინოგადაღებას ვაწარმოებთ, საქართველოში რა ეკონომიკური სიმძლავრეებიც არის ყველაფერი მუშაობს, ყველას ვუყოფთ ფულს, მაგრამ კანონმდებლობა არ არის, ხშირად ხდება სახელმწიფო მესვეურების მხრიდან საგადასახადოს მხრივ პრეტენზიები. ასე რატომ გააკეთეთ, თუ ფული არ შემოდის რატომ რისკავთო...

ძალიან დიდ რისკებზე გვიწევს წასვლა რომ ფილმი გავაკეთო. ამას ვერ ხვდებიან, რომ ჩვენთვის უმთავრესია ფილმის ხარისხი, ეს ნომერ პირველია და მერე დანარჩენი. კინოს გამოსვლა ყველაზე მნიშვნელოვანია. 4-5 წლის განმავლობაში საქრთველომ დაიბრუნა, ის პოზიციები რაც ადრე ეკავა. თუმცა, იმ ცნობილ რეჟისორებს, მაშინ გაცილებით დიდი ბიუჯეტი ჰქონდათ, დღევანდელი ქართული ბიუჯეტები უმცირესია, და შესაბამისად ამ ბიუჯეტში ვახერხებთ რაღაცის კეთებას. კინოცენტრი თუ ორ ფილმს აფინანსებს ხშირ შემთხვევაში ორივე ფილმი ა- კლასის ფესტივალზე ხვდება, რაც წარმოუდგენელია ევროპელისთვის. რადგან ისინი აფინანსებენ 50 და იქედან 2 ან ცოტათი მეტი თუ ხვდება ფესტივალზე. არადა ესეც იქ დიდ წარმატებად ითვლება.

წამოვიდა ძალიან საინტერესო ახალი თაობა, ისეთები, რომლებიც ანგარიშგასაწევები არიან. მაგრამ რაღაც სერიოზული შეხვედრა თუ არის ახალგაზრდებს მაინც არ ეძახიან და ხდება ისეთ ადამიანებზე ყურის დაგდება, რომლებიც 50 წლის წინ აკეთებდნენ კინოს, 50 წლის წინ კი სხვა რეალობა იყო, სხვა ბიზნესმოდელი. რაც დღეს არ მუშაობს, ვერც იმუშავებს, რადგან წავიდა, ის სამყარო აღარ არსებობს, არც დიდი სტუდიების დროა, არსად მსოფლიოში. დრო არის სხვანაირი ფილმებისთვის.

ასევე, სულ ამბობენ, რომ ქართველებმა დაკარგეს ქართველობა, ბავშვები აღარ უყურებენ ქართულ ფილმებს, ქართულ ზღაპრებს. იმაზე კი არ ფიქრობენ რომ ფული უნდა ჩადონ იმაში, რომ დღეს ქართული ზღაპრები გაკეთდეს, ანიმაციები ქართულ ზღაპრებზე. დარწმუნებული ვარ ბავშვებთან რომ მიხვიდეთ და კვლევა ჩაატაროთ ძალიან ბევრს არ ეცოდინება ქართული ზღაპრები. რატომ? ბავშვს ვერ დააძალებ გინდა თუ არა ქართულს უყურეო. არ აინტერესებს ის რაც აქვს, ახალი კი არ კეთდება. მას აინტერესებს გართობა, ამ გართონბაში კი უნდა შეაპარაო, ვერ შეაპარებ, რადგან არ აფინანსებენ. მერე იზრდება ის ბავშვი, 15 წლის ხდება, იწყებს აზროვნებას და იწყება კრიტიკაც - სხვანაირად აზროვნებენო. მილიონებს რომ ხარჯავენ სისულელეებში, ჯობია დახარჯონ კინოს. რადგან კინო არის ასეთი თემა, რომელიც გიცავს შენ უცხო გარემოსგან, უცხოური კულტურისგან, ასევე უცხოეთშიც შენი ენა და შენი კულტურა გაგაქვს, მერე უჩნდებათ აქ ჩამოსვლის სურვილი, ხშირად ჩამოდიან და ეძებენ იმ ადგილებს სადაც გადაღებულია ეს მოვლენები.


საქართველოში ასევე უდიდესი პრობლემაა განათლება. რეჟისორები უნივერსიტეტს ამთავრებენ და არ იციან თუ როგორ უნდა გადაიღონ კინო. ახალგაზრდა რეჟისორებთან ორი წლის განმავლობაში არა მარტო პროექტის განვითარება, არამედ რეჟისორის განვითარებაც მიწევს, რომ ის უნარ-ჩვევები შეიძინოს, რომელიც რეჟისორს სჭირდება და ამის მერე გავიდეს გადაღებაზე. თავში, მხოლოდ ერთი რამ უდევთ რომ რეჟისორი არის ღმერთი,იმის იქეთ არაფერი... არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ ისევ ვამბობ საქართველოში უდიდესი პრობლემაა განათლების.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42