ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს- კვირიკაშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:17, 07 May, 2015     1212
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილია, ჯგუფი, რომელიც განვითარების პოტენციალის მქონე დარგების აღმოჩენაზე მუშაობს.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტრუქტურული დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე. შექმნილია სპეციალურად ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც მუშაობს განვითარების პოტენციალის მქონე დარგების აღმოჩენაზე, ანალიზზე და ამ პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართვაზე. დარგების ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ანუ ღირებულებათა ჯაჭვებში ჩავარდნების გამოვლენაზე და ამ ჩავარდნებში მთავრობის ძალისხმევის ორიენტირებაზე.

ამჟამად იმპლემენტაციის ეტაპზეა შემდეგი პროექტები:

- სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების დარგის განვითარება; შემუშავებულია სამი ახალი საწარმოს დაფინანსების ბიზნეს-გეგმა საერთო საინვესტიციო ღირებულებით 10მილიონი დოლარი.

- კერამიკული ფილების წარმოება; მომზადდა კერამოგრანიტის ფილების წარმოების ბიზნეს-გეგმა. საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარი.

- მწვანილის ექსპორტი ევროპაში; მოგეხსენებათ, რომ მწვანილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად შევუწყოთ ხელიმასშტაბურ ექსპორტს ევროპაში. ამისთვის ჰოლანდიელი ექსპერტების დახმარებით მუშავდება დარგის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამაგალითო სასათბურე მეურნეობის შექმნის ბიზნეს-გეგმა, რომელიც ასევე მრავალმილიონიანი პროექტია. ეს პროექტი განსაკუთრებულ დადებით ზეგავლენას მოახდენს იმ რეგიონზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ვინაიდან ამ რეგიონის პოტენციალი ამ მიმართულებით ცნობილია.

ყველაზე მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო - ეს პროექტები არ იქნება სახელმწიფო რესურსებით განხორციელებული. რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებთ, წამყვანი ძალა იქნება კერძო სექტორი. თუმცა, პარტნიორობის მოდელები იქნება გათვალისწინებული როგორც საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42