პრივატიზაციის ნუსხაში შემავალი შენობება-ნაგებობებიდან აუქციონის წესით ორი უკვე გაიყიდა. კერძოდ, 25 მლნ აშშ დოლარად უკვე გასხვისდა „ბათუმი თაუერის“ შენობა, ხოლო გუშინ, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა 3 555 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
ამ დროისთვის, საპრივატიზაციო ნუსხაში სულ 15 ობიექტია.
საპრივატიზაციოდ გამოტანილი შენობა-ნაგებობების ნაწილი უკვე შეფასებულია, ხოლო ნაწილის შეფასება ამჟამად მიმდინარეობს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძვირად სახელმწიფო წყნეთის სამთავრობო აგარაკებს ყიდის მისი ფასი - 21 560 000 $-ია .
წყნეთის აგარაკებისგან განსხვავებით ბობოყვათის, პრეზიდენტის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციას ფასი ეროვნულ ვალუტაშია და 34 390 553 ლარს შეადგენს.
წყალტუბო, უშიშროების აგარაკები კი, რომელსაც სტალინის ყოფილ სანატორიუმად იცნობენ 6 587 000 ლარად იყიდება.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






