მოგონებები რეზო ჩხეიძეზე - მარინა კახიანი და კახი კავსაძე
საზოგადოება - 15:29, 07 May, 2015     1913
რამდენიმე წუთში რეზო ჩხეიძეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, მანამდე კი სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ რეჟისორს მსახიობები მოგონებებით ეთხოვებიან.
„ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „ჩვენი ეზო“, „მაია წყნეთელი“, „მაგდანას ლურჯა“ – ეს ის ფილმებია, რომელიც არასოდეს გავიწყდება.
უამრავი საერთაშორისო პრიზის, მათ შორის კანის ფესტივალის გრან-პრის მფლობელი კინორეჟისორი 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


მარინა კახიანი: „ბატონი რეზო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, არამარტო ქართული კინომატოგრაფისთვის საერთოდ ქართული სინამდვილისთვის. გარდა რეჟისორობისა უზარმაზარ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, კულტურულ ქარხანას და ძალიან ბევრ ახალგაზრდა რეჟისოერს უწყობდა ხელს განვითარებაში და გვერდში ედგა. პირადად ჩემთვისაც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, გარდა იმისა რომ მის ფილმში ვარ გადაღებული, უფრო ადრე გზა დამილოცა და პირველი კურსის სტუდენტი, პირადად მან დამამტკიცა პირველ ფილმზე, ეს იყო, ზაალ კაკაბაძის „უმცროსი და“.
მახსოვს კინოსტუდიაში დამაბარეს, ჯგუფი უკვე ზღვაზე იყო წასული, მე ჩემს ჯგუფთან ერთად ხევსურეთში ვიყავი, ჩამოვედი თუ არა დამირეკეს, სასწარაფოდ კინოსტუდიაში, რეზო ჩხეიძესთან უნდა მიხვიდეო. პატარა გოგონასთვის წარმოიდგინეთ როგორი ამაღელვებელი იყო ეს ფაქტი, რა ფილმზე იყო ლაპარაკი ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ ფაქტი იყო რომ, მოხდა ჩვენი შეხვედრა, როლზე იმავე დღეს დამამტკიცა და ორ დღეში გავემგზავრე გადაღებაზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.მიუხედავად იმისა რომ ძალიან სოლიდურ ასაკში ბრძანდებოდა იდეებით იყო სავსე, კიდევ გეგმავდა ფილმის გადაღებას და ძალიან დასანანია რომ ვეღარ მოახერხა ახალი პროექტის განხორციელება“.

კახი კავსაძე: „ქართული კინოს ფენომენი ასეთი მცნება არსებობს და ძალიან ბევრმა ქართველმა გენიოსმა რეჟისორმა და მხსახიობებმა შეიტანეს დიდი წვლილი ამ ქართული ფენომენის ჩამოყალიბებაში, მაგრამ ყველაზე დიდი, ლომის წილი ამ საქმეში ჩადებული აქვს რეზო ჩხეიძეს. ეს არის კაცი, რომელიც გადაფოფრილი იყო ქართულ კინოზე, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სხვისი ნამუშევარი მოსწონდა, უყვარდა და პროპაგანდას უკეთებდა, - ასეთი უშურველი კაცი იყო რეზო ჩხეიძე. ბევრჯერ მინახავს ბედნიერი სახით, როდესაც სხვის გაკეთებულ საქმეს ნახავდა. ძალიან უხაროდა... ის ჩემი ძმაკაცი იყო და ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია რომ წავიდა ამ ქვეყნიდან“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42