დავით ნარმანიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
საზოგადოება - 15:23, 07 May, 2015     1072
თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დედაქალაქის მერიისგან ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულები - 700 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან, 91 წლის რობერტ ზირაქიშვილთან სტუმრობისას განაცხადა. თბილისის მერი ვეტერანის ოჯახში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
დავით ნარმანიამ რობერტ ზირაქიშვილს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცა და აცნობა, რომ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მას პირად ბარათზე 1000 ლარი დაერიცხება. თბილისის მერის თქმით, გასულ წელს აღნიშნული თანხა ვეტერანებისთვის 400 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულებისთვის 200 ლარი იყო.
„ამ ადამიანებს განსაკუთრებული დამსახურება აქვთ სამშობლოს წინაშე. ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ აქტიურად ვიმუშავეთ, რომ ღირსეულად აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი და ამ ადამიანების ღვაწლი დავაფასოთ. გასულ წელს ფინანსური მხარდაჭერა 400 ლარი იყო, წელს ეს თანხა 1000 ლარამდე გაიზარდა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
რობერტ ზირაქიშვილი 1924 წლის 16 აპრილს დაიბადა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. დავით ნარმანიამ ომის ვეტერანს მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42