გახმაურებული მკვლელობები, გამოძიების ხარვეზები და არაპროფესიონალიზმი შსს-ში - ზაზა ჭაია
საზოგადოება - 15:03, 07 May, 2015     2333

"სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" წევრი ზაზა ჭაია ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ სიტუაციაზე საუბრობს და ვითარების გაუარესების მიზეზებს ასახელებს. ჭაია "ნიუპოსტთან" საუბარში გახმაურებულ მკვლელობებსაც ეხმაურება და გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

_ საქართველოში დანაშაულებრივი მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. ამ ვითარების ინდიკატორი და ლაკმუსის ფურცელი გახლავთ ის, რომ საქართველოში ყოველდღიურად ხდება საფინანსო ინსტიტუტებზე, ბანკებზე, ოჯახებზე და სხვადასხვა ობიექტებზე თავდასხმები. ეს გახლავთ აშკარა გამოხატულება იმისა, რომ დანაშაულებრივი მდგომარეობა გაუარესებულია. როდესაც ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმები, ეს არის უმწვავესი კრიმინალური მდგომარეობის აშკარა გამოხატულება.

_ სტატისტიკის მიხედვით დანაშუალი შემცირდა...

_ შსს-ს სტატისტიკა არის ერთი სამინისტროს მიერ თავის მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული დოკუმენტი, რომელიც სხვა ორგანიზაციას არ გააჩნია. ის იმპერატიულად აკეთებს მას. მისი გადამოწმების ორი ცნობილი ხერხი არსებობს. ეს არის საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მონიტორინგი. რა იგულისხმება მონიტორინგში, იღებენ სამ ოთხ დანაყოფს, სადაც დაინტერესებული, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია მიდის ამა თუ იმ დანაყოფში და ისე, რომ მუშაობაში მათ ხელი არ შეუშალოს, ატარებს მონიტორინგს. ეს ძალიან მარტივია, უბრალოს ამას შსს-ს კეთილი ნება სჭირდება. თქვენ ნახავთ, რომ ამ მონიტორინგის შემდეგ დანაშაულის გახსნის რეალური მაჩვენებელი არათუ 50-60% იქნება, არამედ 15%-ს ვერ მოაღწევს. ეს სტატისტიკა, რაც დღეს გვაქვს პოლიტიკური ნების შედეგია. თუ დღეს სტატისტიკა დაბალი დაიდება, სხვა პოლიტკური ძალა იტყვის, რომ შსს ვერ მუშაობს. პოლიტიკისგან განცალკევებული რომ იყოს პოლიცია რეალური შედეგი დაიდებოდა. ყველა ქვეყანაში სტატისტიკა პოლიტიკური ომის საგანი კი არ არის, არამედ ის არის შესწავლის საგანი იმისა, თუ რომელ რეგიონშია გართულებლი კრიმინალური ვითარება. ამის შემდეგ ხდება ამ რეგიონებში დამატებითი ძალების გადასროლა.

_ თქვენ რას მიიჩნევთ კრიმინალური ვითარების გაუარესების მიზეზად?

_შეუსწავლელი და მოუფიქრებელი ამნისტია, როდესაც ქუჩაში ათასობით დამნაშავე სამყაროს წარმომადგენელი იქნა გამოშვებული, ვადაზე გაცილებით ადრე. გახსოვთ, ამნისტირებულებისგან რამდენი მკვლელობა მივიღეთ. მეორე, სასჯელაღსრულების დაწესებულებები გადაულოცეს დანაშაულებრივ სამყაროს. პატიმართა მართვას დანაშაულებრივი სამყარო ახორციელებს. საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან იმართება ციხეები, მათი ბრძანებით ხდება ფიზიკური ანგარიშწორებები, თამაშები და სხვა უკანონობა. დანაშაულებრივ სამყაროს ხონჩით მიართვეს ციხეები. მესამე, ხელმძღვანელი კადრების არაპროფესიონალიზმი შსს-ში. ნახეთ, როდესაც ბორჯომში აბულაძემ მოკლა პოლიციელი, ამის შემდეგ ეს პირი 4 თვე თავისუფლად გადაადგილდებოდა, ვიდრე მან არ მოკლა მეორე პოლიციელი. არ მახსოვს მსგავსი ფაქტი, როდესაც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს კიდევ პოლიციელი მოეკლას. მეტსაც გეტყვით, მეორე პოლიციელის მკვლელობის მეორე დღეს აბულაძემ მოქალაქეებსაც ესროლა, მესამე დღეს კი პოლიციელებს ესროლა 17-ჯერ. ეს რაც არ გახმაურებულა. გეგმაზომიერი სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები რომ გატარებულიყო, მის დაკავებას არაფერი უნდოდა.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს?

_ პირველ რიგში, პოლიციის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. პოლიცია პოლიტიზირებული იყო ჩვენ დროსაც და ეხლაც. ამას ვაღიარებ. მეორე, უნდა მოხდეს კატასტროფული საკადრო პოლიტიკის შეცვლა. მესამე, ქვეყანაში რაც არ უნდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყოს პოლიციელს და სამხედროს ყოველ წელს მზარდი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. მეოთხე, პრემიალური ფონდები... უბრალო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის ოფიცრებს, ვინც დღე და ღამე ქუჩაში არიან, შსს-მ უნდა მისცეს, მუშაობიდან გამომდინარე, პრემიები. მეხუთე, პოლიციელის და ჯარისკაცის ოჯახი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მეექვსე, დიდი ხანია ვსაუბრობთ, პოლიციელების შეურაცხყოფაზე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უმკაცრესად პოლიციელის ღირსების დაცვა. თუ პოლიციელეს შეურაცხყოფ, შენ ის ვერ დაგიცავს. მეშვიდე, სახელმწიფომ პოლიციის პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს. კინოებით, კლიპებით, ფილმებით, პოლიციელების ცხოვრების აღწერით და ასე შემდეგ. ეს შვიდი პუნქტი თუ შესრულდება, გარწმუნებთ არც ერთი ბანკი აღარ დაყჩაღდება, ხალხს სახლში აღარ შეუვარდებიან და პოლიციაც იმუშავებს მშვიდად.

ზაზა ჭაია ბოლო პერიოდში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებსაც გამოეხმაურა და გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

ბარბარე რაფალიანცის საქმე:

„ეს ბავშვი გარდაცვლილია ერთ პატარა სოფელში. დაზარალებული, სავარაუდო დამზარალებელიც, თვითმხილველიც და ყველა გარემოება 300-500 მეტრის რადიუსშია. ყველა გარემოება დევს იქ. გამოძიება სირთულეს არ წამოადგენს. 60 დღის განმავლობაში ოპერატიულ-ტექნიკური სამუშაოების შედეგად შეიძლებოდა შედეგის დადება. შედეგი ვერ დაიდო, რადგან გამოძიების პროცესი არაპროფესიონალურად წაიმართა. ვერ ვიტყვი, რომ შეგნებულად არ ახმაურებენ გამოძიების შედეგს, მათ უბრალოდ ვერ გამოიძიეს რაფალიანცის საქმე. ამის მიზეზი არაპროფესიონალიზმია“.

ეროსი კიწმარიშვილი საქმე:

„არავინ დაიჯერებს, რომ ეს თვითმკვლელობაა. ადვოკატი, ოჯახი და ახლობლები ითხოვენ, რომ საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. პროკურატურაც მუშაობს როგორც მკვლელობაზე, მაგრამ საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, იმაზე კი არ უნდა იმუშაო, თუ იმ წუთას ვინ გაიარა კამერასთან, არამედ მანამდე ვინ შეუქმნა ამ ბატონს პირობა, რომ თავი მოეკლა. მაინც მოუწევთ გადაკვალიფიცირება, მაგრამ ეს ხელს შეუშლის საქმის გახსნას. თუ ჰგონიათ, რომ 115-ე მუხლით იმუშავებენ, მკვლელობას გახსნიან და მერე გადააკვალიფიცირებენ, ცდებიან... ეს არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელი იქნება. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ამ საქმეს მოუწევს გადაკვალიფიცირება“.

იური ვაზაგაშვილის საქმე:

„გია სოსანაშვილი ჩაიყვანეს გენინსპექციაში და დაახვედრეს იგივე ექსპერტები, რა ექსპერტებმაც, სავარაუდოდ შემთხვევის ადგილზე იმუშავეს. მათ ჩაუტარეს არაოფიციალური ექსპერტიზა, გაუშვეს და მერე დააპატიმრეს და ამის შემდეგ უთხრეს დნმ-ი დაემთხვაო. არსად დააფიქსირეს, რაც გააკეთეს. ამის დადგენას არაფერი უნდა. შეუძლიათ სატელეფონო ზარები შეამოწმონ, სადაც ჩანს, როგორ ურეკავენ სოსანაშვილს და იბარებენ გენინსპექციაში. თუმცა ეს რომ დაადგინონ, ის მტკიცებულება, რისთვისაც ეს ბიჭი უზით, გამოეცლებათ ხელიდან. ამ არაპროფესიონალიზმით ეს საქმე თავშივე მოკლეს. ვერავის დააჯერებთ, რომ ამ ბიჭმა ეს გააკეთა. გამოძიებას ხელში შეხვდა სოციალურად დაუცველი უმოტივაციო პოლიციელი. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, სასამართლო დნმ-ს არ მიიღებს მტკიცებულებად. თუ დამტკიცდა, რომ წინასწარ აუღეს დნმ-ი, ეს უკვე აღარ არის მტკიცებულება. კიდევ ერთი, გარემოება, არსებობს ალიბი. პირი, ვისთან ერთადაც სოსანაშვილი იყო და ეს ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან“.

ბესიკ ხარძიანის საქმე:

„ნახეთ, რომ სავარაუდო მკვლელმა მოტოციკლი კეკელიძის და ჯანაშვილის ქუჩის კუთხეში დააგდო. სავარაუდოდ, ის საიდანაც მოვიდა იმ გზიდან არ დაბრუნდებოდა უკან. ის ჩამოვიდოდა კეკელიძეზე, სადაც გადავსებულია იქაურობა კამერებით. დამნაშავის კინო უნდა იყოს გადაღებული მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული კეკელიძის ქუჩიდან, იმ ადგილამდე, სადაც ის დაბინავდა. პირველივე წუთებში კამერები უნდა ენახათ. აქ იყო ოპერატიულობის პრობლემა. ფოტოები მაშინვე უნდა დაგზავნილიყო აეროპორტში, გამშვებ პუნქტებზე და ამის შემდეგ ის ვეღარ გადავიდოდა საზღვარზე.

ვიცით, რომ პირს, რომელმაც ხარძიანს ესროლა, შემთხვევის დროს ე.წ. შლემი ეკეთა ანუ მისი ამოცნობა შემთხვევის ადგილზე გამორიცხულია. თუმცა მან მოტოციკლზე დნმ-ის მასალა დატოვა, ასევე - ხელის ანაბეჭდი. თუმცა, ვინაიდან ის არ მოქმედებდა ღია სახით, თვითმხილველი იმისა, რომ ვიღაცამ ხელი დაადოს არ არსებობს. იმ მასალის მეშვეობით, რაც არის ანაბეჭდის და დნმ-ის სახით, საქმის გახსნა ვერ მოხდება. ამიტომ ვერ აცხადებენ გახსნილად. ესეც არაპროფესიონალიზმის შედეგია. უნდა მომხდარიყო პირის დაკავება პირველივე საათში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42