საქართველოში გენერალური მდივნის ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს სატრანსპორტო უწყებებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და საქართველოს სატრანსპორტო სისტემის არსებული მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან და საქართველოში TRACECA–ს ეროვნულ მდივანთან – ნათია მიქელაძესთან.
დღეს, 7 მაისს ეწვია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში.
ბატონ ჩიოპრაგას ბათუმში ვიზიტის მიზანია საქართველოს, როგორც საზღვაო სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობის შეფასება, მისი მნიშვნელობის და პოტენციალის განვითარების საკითხის განხილვა და სამომავლო პერსპექტივების დასახვა ამ მიმართულებით ინვესტორთა მოზიდვის თვალსაზრისით.
მასალის გამოყენების პირობები






