,,სასამართლოზე შოკი მივიღე... მსგავსი ვერ წარმომედგინა...“ - რას ჰყვება ნიკა ნატროშვილის დედა
საზოგადოება - 23:01, 06 May, 2015     11660
კიკეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაჭრილი ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო კონცერტი და ღონისძიება გაიმართა. თითქმის მთელი საზოგადოება შეძრა ამ ოჯახის მდგომარეობამ. ოჯახს გარკევული თანხა შეუგროვდა, თუმცა როგორც ნიკას დედა ქალბატონი რუსუდან ბოჭორიშვილი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, თანხის გარკვეული რაოდენობაა საჭირო იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხერხდეს ნიკასთვის ოპერაციის გაკეთება.

რაც შეეხება საქმეში ბრალდებულებს, გოშაძეს 13, აფციაურს კი 2 წელი მიესაჯათ.

_ფიზიკურად ისევ იგივე მდგომარეობა აქვს ნიკას, სანამ ოპერაცია არ გაკეთდება, მანამდე არაფერი შეიცვლება.

_სიახლე რა არის ოპერაციასთან დაკავშრებით?

_სულ ცოტა დაგვრჩა, სადღაც 25 ათასი დოლარი. ეხლა სასწრაფოდ წაყვანაა საჭირო, დიდი თანხა იყო შესაგროვებელი და ასე მალე ვერ მოხერხდებოდა. თან ძირითადად ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების გადმორიცხულია და წარმოიდგინეთ, რომ ლარიდან იწყება და 20, 30, 15 ლარი, ასეთი თანხებიც კი არის გადმორიცხული, ვისაც რა შეეძლო. თავისთავად მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა. ეხლა კიდევ ვაპირებთ, რომ მივმართო დიდ კომპანიებს, ცოტა შეგვეწიონ კიდევ რომ იქნებ ეს 25 ათასიც შეგვიგროვდეს.

_ქალბატონო რუსუდან, რამდენადაც ცნობილია სასამართლოს ესწრებოდით, ამაზეც რომ გვითხრათ...

_მე დავსწარი მხოლოდ ერთადერთ პროცესს, სადაც მე მოწმედ ვიყავი დაბარებული. ისე ცუდად გავხდი და ისეთი შოკი მივიღე იმ გარემოთი, რაც იქ ვნახე, რომ რა გითხრათ... შემდეგ არც კი უთქვამთ როდის რა იყო, ერთადერთი ვიცოდი როდის იყო განაჩენი და მივხვდი, რომ მე იქ რომ კიდევ მივსულიყავი, გულიც გამისკდებოდა და ჩემი შვილი კიდევ უპატრონოდ დამირჩებოდა. იქ იყვნენ გულშემატკივრები, არც ვიცი ვინ ვინ არის. ჯერ რომ შევედი ეს თავხედი პაპუნა გოშაძე წამოხტა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა...

_თქვენ რატომ გლანძღავდათ?

_ატეხა კივილ-წივილი და ხელების შლა - ეს რა მოწმეაო, ამან რა იცის მე იქ რა ვილაპარაკე და რა გავაკეთეო... მერე ადვოკატის და მგონი დეიდა იყო, იმათი ჩარევით ძლივს დასვეს სკამზე. რაც შეეხება თემოს, როცა საუბარია რომ თემომ ეს არ იცოდა... მოსამართლეს კითხვა დავუსვი - თუ მან არ იცოდა, როცა ამ პიროვნებამ ეს მძიმე ჩანთა გამოიტანა და თემოს ჩაუდო მანქანაში და უთხრა, რომ წამიყვანე უნდა შევურიგდე ნიკუშას, მაშინ მაქვს კითხვა - თუკი კეთილი ზრახვით მიდიხარ, გამოგყავს პირველი კლასის მეგობარი და ცდილობ, შეარიგო მეორე მეგობარს, ამ დროს ის იღებს ავტომატს და თვლწინ გიცხრილავს მეგობარს, როგორი უნდა იყოს ასეთ დროს რეაქცია? ჰკითხეთ ფსიქოლოგებს თუ მე რამეს არასწორს ვამბობ. პირველი რეაქცია ის მაინც ხომ უნდა ყოფილიყო, რას აკეთებ ბიჭო, რას ჩადიხარ?! და ის პაპუნა თავისი ხელით უნდა დაეხრჩო... მეორეა, რომ ნიკუშასთვის უნდა დაევლო ხელი და წამოეყვანა, მესამე არის რომ თუკი შოკური რეაქცია მოუვიდა და შიშისგან ან მოულოდნელობისგან გაითიშა, მაშინ არც მანქანა უნდა გახსენებოდა, არც პაპუნასთვის დაეძახა, რომ ჩაჯექი ჩქარა და წავიდეთო... წამოვიდნენ მთელი გზა პროტესტი არ გაჩენია, რომ ეს რა გამიკეთე - ძმაკაცი გამომაყვანინე და თვალწინ დაიმცხრილე... მერე ერთად იმალებოდნენ, ეხლაც სხედან გვერდიგვერდ და სამარცხვინოდ ერთანეთს უცინიან. ამის მერე მე პროტესტი არ უნდა მიჩნდებოდეს? მოსამართლეს სწორედ ეს კითხვა დავუსვი, თუ რამე მეშლება დაეკითხეთ ფსიქოლოგებს, ამ ვითარებაში როგორ იქცევა ადამიანი? აქ არის ჩარეული რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, ჩვენ სად გვეცალა მაგათი გამოძიებისთვის, და ყველაფერი მშვენივრად დაალაგეს ამ ოჯახებმა, პაპუნა ვერსად დაიმალებოდა - ფაქტია მან ესროლა და საჯელი ექნებოდა. ჩემი ვარაუდია და არ მგონია, რომ ვცდებოდე, ეტყობა უთხრეს, რომ აიღე შენ თავზე, არც შენ გაწყობს რომ იყოს ეს ჯგუფური დანაშაული, თემო როგორმე მარტივად გამოვიდეს ამ ვითარებიდან და მერე თემოს ოჯახი თავის თავზე აიღებს ციხეში პაპუნას შენახვას.

ეხლა სააპელაციოში აქვს შეტანილი და შეიძლება იქაც სათავისოდ გადააწყვეტინონ. მე გვარიც ვიცი იმ პირის და არ მინდა ეხლა ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ნიკას რომ ფეხზე დავაყენებ, აუცილებლად ვნახავ იმ ადამიანს. თანამდებობის პირს ტელევიზიებში არეკინებს რომ ამაზე არაფერი სიუჟეტი არ გავიდეს, ამ დროს ის თავად უნდა ებრძოდეს ასეთ დანაშაულს და კრიმინალს. ღმერთი ზემოდან იყურება და არ აცდებათ ის, რა დაიმსახურეს. მარტო იმიტომ კი არა რომ დანაშაული ჩაიდინეს... მთავარია, გააცნობიერო რასთან გაქვს საქმე და სინანული მაინც გქონდეს... ესენი სხედან, იცინიან, ნათესავებს კოცნებს უგზავნიან... რა უნდა ველაპარაკო ამათ... რომელიმე რომ ჩემი შვილი იყოს, ჩემს ნიკუშას ვფიცავარ, ვერ მივიდოდი იმ სასამართლოზე... სასამართლოზე არცერთ ადვოკატს კითხვაც არ გაჩენია ჩემს მიმართ, სამივე თავჩაღუნული იჯდა იქ დადუმებული... უკნიდან მესმოდა რეპლიკები, რომ ამ ქალს თმებით ვითრევთ... სახეს ავახევთ... ეს იყო აბსოლუტური შეუგნებელი ადამიანები, რომლებმაც საეთოდ ვერ გაიაზრეს, რა ჩაიდინეს მათმა ნათესავებმა. მე ვუთხარი კიდეც, რომ იმის მაგივრად გრცხვენოდეთ და თავდახირლებმა იაროთ, კიდევ თქვენ გადმოდიხართ შუერაცხყოფაზეთქო?! მე ვერ წარმომეგდინა თუ შეიძლებოდა მსგავსი რამ ყოფილიყო...

_თქვენთან თუ იყო მოსული მათი ოჯახიდან ვინმე?

_ვინ ოჯახის წევრებზე მესაუბრებით და რა თანაგრძნობაზე, პაპუნას მხრიდან იყო მოსული ერთხელ ჩემთან და ათეულობით ადამინის თვალწინ რომ ველაპარაკე და მის შვილს რომ ვუწოდე გარეწარი და ცივსისხლიანი, კიდევ აქეთ ათასი ბოდიში მოვუხადე მე მას, იმის მერე არც მოსულა. ამასწინათ იყო მოსული ერთ-ერთ ტაძარში ბერია და წინაძღვარმა გამოატანა 500 ლარი, სულ არ მინდოდა მათი თანხა, არც მიწყვიტავდა არაფერს და მხოლოდ იმიტომ რომ საუბარი იყო ტაძრის წინამძღვაზე, რა უფლება მქონდა მე ჩვეულებრივ მოკვდავს და ვუთხარი, რომ მე მაგ თანხას ვერ გამოგართმევთ და დაგირეკავთ თქვენს ნომერზე, ამ შემოსულ ზარზე და გეტყვით საავადმყოფოს რეკვიზიტებს, სადაც უნდა ჩარიცხოთ ეს ფულითქო, არაო, მითხრა, მე ხვალაც მოვალ და მოგიკითხავთო, ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და იმ დღის მერე არც ის ხუთასი ლარი მინახავს და არც იმ მამაო. შემდეგ მოვიდა ჩემთან თემოს დედა და იმის მაგივრად, რომ დანაშაულის შეგრძნება ჰქონოდათ, ისე გამოიყვანა რომ თითქოს აქეთ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები. ეხლა ავრცელებენ ჭორებს და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე ნიკუშას ვალი ჰქონია პაპუნას და აი, ასეთ მსგავს რაღაცეებს ამბობენ, ან ენა როგორ უბრუნდებათ ამაზე...

ნიკოლოზ ნატროშვილის დახმარების მსურველებისთვის:

საბანკო ანგარიშები.

GE65PC0483600400001007 GEL ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი

Swift MIBGGE22

საქველმოქმედო საიტი, სადაც შეგიძლიათ, თნხის ჩარიცხვა ბარათიდან: www.gofundme.com/iwcd0g





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42