„კომპანია „ევექსმა“ სამწუხაროდ, სერვისების შემცირების მხრივ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. არ ვიცი, ამან რამდენად გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. ჩვენ ამ ყველაფერს მალე დავადგენთ, უახლოეს საათებში გვეცოდინება, თუმცა ვფიქრობ, სიტუაციას ისე დავარეგულირებთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ , შუახევში, კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში 3 მაისს, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი ექიმები არ იყვნენ ამიტომ, დაჭრილს ვერავინ დაეხმარა და ის სისხლისგან დაიცალა.
აპრილის ბოლოს სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ შემოიღო რეფერირების ახალი სისტემა და გარკვეული სერვისები შეამცირა.
მასალის გამოყენების პირობები






